გადაცემა “რეაქცია”- ხმაურისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა, რაზეც ერთ-ერთმა სტუმარმა აკია ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ ამით მტერს ახარებენ, როდესაც ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება სააშკარაოზე გამოდის.
“24 თებერვლიდან დღემდე “იმედს” ასეთი წარმატებული ეთერი არ ჰქონია, რაც ამ ეთერში მოხდა დღეს”- თქვა ბარბაქაძემ, რასაც ინგა გრიგოლიას მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.
გადაცემის ბოლოს, ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, რომ შეურიგდა აკია ბარბაქაძეს და კონფლიქტიც ამოიწურა.