უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home დიეტა

როგორ დავიკლოთ წონაში ნატა გაგუას ოქროს რჩევები

May 26, 2019
გაგუა
Share on FacebookShare on Twitter

ყველაზე ეფექტური დიეტა, წონაში დაკლება სწრაფი მეთოდით – ამ სათაურებით სტატიებს ყოველდღე უამრავ ინტერნეტსაიტსა თუ ჟურნალში ამოიკითხავთ. რეალურად წონის პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას, მაგრამ ცოტა თუ მოიფიქრებს, რომ ექიმ-ნუტრიციოლოგს მიაკითხოს.
ნატა გაგუა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროფესიონალია. მის პაციენტებს შორის უამრავი ცნობილი სახეა, მაგრამ მათზე საუბარს პრესასთან თავს არიდებს და პაციენტის უფლებებს ბოლომდე იცავს. მისი რჩევები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია და დახმარებას უამრავი ადამიანი სთხოვს.

– ნატა, ბოლო რამდენიმე წელია ცნობილი სახეები ხშირად საუბრობენ წონის 

პრობლემების შესახებ, უბრალოდ, კომპლექსი მოეხსნათ თუ ახლა დადგა ეს პრობლემა ქვეყანაში?
– დღეს ჯანმრთელობა ჩვენი პირადი კაპიტალია, ცნობილი სახეები მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია, იყო ჯანმრთელი, თუნდაც იმისათვის, რომ წარმატებული კარიერის შენარჩუნება შეძლო. ჯანსაღი კვებისა და ნორმალური წონის გარეშე ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნება შეუძლებელია. ამიტომ საუბრობენ წონის პრობლემებზე ასე აქტიურად და გულწრფელად.

– პერიოდულად ვრცელდება მოდური დიეტები, სხვადასხვა ცნობილი სახის რჩევები, რასაც ყველა აიტაცებს ხოლმე. რამდენად რეკომენდებულია, ყველამ ერთი სახის დიეტა აკეთოს?
– წონის მატებას ბევრი მიზეზი აქვს, “ბრმად” სხვისი დიეტის “მორგებამ” შეიძლება, შედეგი არ მოგცეთ, უფრო მეტიც, შეიძლება, ორგანიზმში არასასურველი ცვლილებები გამოიწვიოს, ჩემი აზრით, დიეტა უნდა იყოს ინდივიდუალური და დაბალანსებული.

– რატომ სუქდებიან ადამიანები?
– მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განსაზღვრით, სიმსუქნე წარმოადგენს ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებას. სიმსუქნე არა მარტო მძიმე, ქრონიკული, კერძოდ, შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა, ძვალ-სახსროვანი დაავადებების რისკფაქტორს შეიცავს, არამედ სერიოზული ესთეტიკური პრობლემაა. ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ ფიზიკური აქტივობის უკმარისობა, არასწორი და დაუბალანსებელი კვებაა. ასევე არსებობს ჭარბი წონის ფსიქოლოგიური მიზეზები, დაბალი იმუნიტეტი, გენეტიკური განწყობა, ენდოკრინული დარღვევები… თუ გაცხიმოვნება ენდოკრინული დისბალანსით არის განპირობებული, ორგანიზმის ჰორმონული წონასწორობის აღდგენა მკურნალობის სტრატეგიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, კომპლექსურად, სწორ კვებით ქცევასა და ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად.

– ბოლო დროს გააქტიურდა წყლის დალევის პროპაგანდა. დღეში რამდენი წყალი უნდა დავლიოთ და აუცილებელია, ონკანის იყოს?
– ზოგადად, 450 გრამ სხეულის მასაზე უნდა მივიღოთ მინიმუმ 14 გრამი წყალი, ანუ დღე-ღამეში ჯანმრთელმა ადამიანმა უნდა მიიღოს 2-2,5 ლიტრი წყალი, აქედან 3/4 – მხოლოდ ჩვეულებრივი წყალი და 1/4 – ჩაი, ხილის უშაქრო წვენი, ყავა. ონკანის წყალი, თუ კარგი გაფილტრულია, დასაშვებია.

– უკავშირდება თუ არა სიმსუქნე უშვილობას?
– დღეს სიმსუქნე ქალის რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მიიჩნევა, თუმცა ეს ურთიერთკავშირი უძველესი დროიდანვე იყო ცნობილი. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე აღნიშნავდა კავშირს სიმსუქნესა და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევას შორის. სიმსუქნე ახალგაზრდა ქალებში გინეკოლოგიური დაავადებების განვითარების საშიშროებას ქმნის. ეს შეიძლება იყოს მენსტრუალური და რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, ონკოდაავადებები და სხვა.
არსებობს მონაცემები, რომ საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის მქონე ქალების 60% ჭარბწონიანია. პოლიკისტოზური საკვერცხეები კი ენდოკრინული უშვილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სხეულის მასის მკვეთრ მატებას თან სდევს მენსტრუალური ციკლის დარღვევები, რაც ხშირად პირველადი და მეორადი უშვილობის მიზეზია. ევროპაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჭარბწონიან ქალებს შორის, უშვილობა 2,7-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ქალებში. ამრიგად, სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება გინეკოლოგიურ დაავადებებსაც.

– ნატა, დიეტის განმავლობაში რამდენად აუცილებელია ვარჯიში?
– დიეტის გარკვეულ ეტაპზე ვარჯიში სასურველია. საკვები პროდუქტების სწორად შერჩევას, საკვებ რაციონსა და კვების რეჟიმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც სპორტით და ზოგადად, რეგულარული ვარჯიშით არის დაკავებული. სისტემატური ვარჯიშით დაკავებული ადამიანისთვის დიეტის შედგენის დროს ნუტრიციოლოგმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყოველ კონკრეტულ ეტაპზე აუცილებელია ორგანიზმის მომარაგება საკმარისი რაოდენობის კალორიებით, საკვები ნივთიერებებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით;
უნდა უზრუნველყოს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზება და გააქტიურება ორგანიზმში;
ხელი შეუწყოს სხეულის მასის შემცირებას, ზოგჯერ კი – უცვლელ მდგომარეობაში შენარჩუნებას, შეცვალოს სხეულის ზოგადი მდგომარეობა, გაზარდოს კუნთების მოცულობა და შეამციროს ცხიმოვანი ქსოვილი. შექმნას ოპტიმალური ჰორმონული ფონი, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებას და აქედან გამომდინარე, საუკეთესო შედეგების მიღწევას.
საქმე ის კი არ არის, რამდენს შეჭამს ადამიანი, არამედ ის, თუ რას შეჭამს. ზოგჯერ წონაში დაკლებისა და ცხიმოვანი ქსოვილის დაწვის მიზნით სხ ვადასხვა სახის დიეტას და რამდენიმედღიან შიმშილობასაც კი მიმართავენ, იმას კი არ ითვალისწინებენ, რომ ცხიმოვანი ქსოვილის პარალელურად, კუნთოვანი ქსოვილიც განილევა.

მამაკაცები რამდენად ხშირად არიან თქვენი პაციენტები?
– ჩემი პაციენტების დაახლოებით 40% მამაკაცია. მამაკაცის ორგანიზმი ქალის ორგანიზმისგან განსხვავდება. მაგალითად, ის მეტ კალორიას მოიხმარს, შესაბამისად, მეტი საკვებიც სჭირდება, განსაკუთრებით – ცილები, კუნთოვანი ქსოვილის შესანარჩუნებლად. მამაკაცები ხშირად ქალებზე მეტს მუშაობენ ფიზიკურად, ამიტომ მათთვის აუცილებელია შრომის უნარის შენარჩუნება.

– მეორე უკიდურესობაა, მეტისმეტი სიგამხდრე – ანორექსია. რა იწვევს ამ დაავადებას და ანორექსიის სამკურნალოდ თუ მოდიან თქვენთან?
– ანორექსიას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ანორექსიის შესაძლო მიზეზებია:
ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული ინტოქსიკაცია, რაც განპირობებულია ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედებით ან დაავადებით. ანორექსია ასევე უკავშირდება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს, კერძოდ, ამ დროს საკვების მიღების შედეგად აღმო-ცენებულ დისკომფორტს – ტკივილს, მუცლის შებერვას, გულისრევას. ამ სიმპტომების შიშით ადამიანი მკვეთრად ზღუდავს საკვების მიღებას.
არის აგრეთვე ნერვული ანორექსია — კვებითი აშლილობა, რომელიც იწვევს კვებითი ქცევის დარღვევას, ადამიანი წონაში მნიშვნელოვნად იკლებს, მაგრამ თავს მსუქნად მიიჩნევს და კვლავ ცდილობს წონაში დაკლებას. განვითარებულ ქვეყნებში 12-დან 24 წლამდე ასაკის გოგონათა 2%-ს ანორექსია აქვს. ანორექსიით დაავადებულთა 90% სწორედ მათზე მოდის. სამწუხაროდ, მისი მკურნალობა საკმაოდ რთულია, სამკურნალოდ იყენებენ ანტიდეპრე-სანტებს, ფსიქოთერაპიას და მკურნალობენ ძირითადად ფსიქიატრები.
მათი კვების რაციონის შედგენაში ვმონაწილეობთ ნუტრიციოლოგები. უნდა გვახსოვდეს, წარმატებული მკურნალობა ბევრად არის დამოკიდებული ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხარდაჭერაზე.

– სოციალურ ქსელში თქვენს კედელზე ხშირად წერენ მადლიერი პაციენტები, რომ რეკორდულად დაიკლეს, ასეთი მარტივია დიეტა, რომელსაც თქვენ უნიშნავთ, თუ ფსიქოლოგიურად ამზადებთ მათ? 


– მარტივია ის, რაც ბუნებრივია, დიეტა ინდივიდუალურია და დაბალანსებული. მე, როგორც ნებისმიერი ნორმალური ექიმი, ვცდილობ შევთავაზო პაციენტს მკურნალობის ის ვარიანტი, რომელიც უკვე გამოცდილია და საუკეთესოა. სწრაფვა, დავეხმარო ადამიანებს მათი პრობლემების გათავისებით, ჩემი მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.
– ინტერვიუს დასასრულ, ჩვენი მკითხველებისთვის ხუთი ოქროს რჩევა გვითხარით.

1. გაიღრმავეთ მოტივაცია, უფრო სწორად კი თვითმოტივაცია. მოტივაცია არის მამოძრავებელი ძალა, რომელიც უბიძგებს ადამიანს მოქმედებისკენ.

2. მიიღეთ რვა ჭიქა ჩვეულებრივი წყალი დღეში და მოერიდეთ დიდი რაოდენობით მარილს, თუ თქვენი ორგანიზმი ჯანმრთელია. ზოგადად რეკომენდებულია წყლის მიღება ჭამის წინ 30 წუთით ადრე, ან ჭამის შემდგომ მინიმუმ 1 საათის შემდეგ. ვარჯიშისას მცირე ყლუპებით სვით ოთახის ტემპერატურის წყალი, წყლის არმიღებამ ვარჯიშის დროს შეიძლება, გაუწყლოების გამო ჯანმრთელობა დაგიზიანოთ.

3. ეცადეთ იკვებოთ დღეში ოთხჯერ, რომლის უპირატესობები ნათელია, ასეთ დროს საჭმლის მომნელებელი სისტემა თანაბრად იტვირთება, საკვები სრულად მუშავდება და ორგანიზმი უკეთ ითვისებს მას, ორგანიზმი სასიცოცხლოდ აუცილებელ ნივთიერებებს დროულად იღებს და ამით კომფორტულ გარემოს ინარჩუნებს.

4. ეცადეთ გამოიძინოთ… ძილის ქრონიკული უკმარისობა იწვევს წონის მატებას და აძლიერებს შიმშილის გრძნობას. უძილობაც ერთგვარი სტრესია, რომელიც იწვევს ჰორმონულ დისბალანსს. დღე-ღამეში შვიდი საათი ძილი სასურველია.

5. საკვები დაღეჭეთ კარგად და აუჩქარებლად, საკვების მიღება უნდა გრძელდებოდეს 15-20 წუთი.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ”რეიტინგი”

 1,683 ნახვა

თეგები: daklebadietanata gaguaგაგუადიეტადიეტებინატა გაგუაწონაში დაკლება

სხვა ამბები

“დღის მანძილზე ჭამეთ მხოლოდ 6 საათიან ინტერვალში” – ალექსანდრა პაიჭაძე
დიეტა

“დღის მანძილზე ჭამეთ მხოლოდ 6 საათიან ინტერვალში” – ალექსანდრა პაიჭაძე

June 16, 2022
“გასწავლით 15 დღიან დიეტას რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის“ – ბიძინა კულუმბეგოვი
დიეტა

“გასწავლით 15 დღიან დიეტას რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის“ – ბიძინა კულუმბეგოვი

June 3, 2022
“ძალიან გავხდი, თუმცა მაინც კომფორტულად ვარ” – ალექსანდრა პაიჭაძე
დიეტა

“ძალიან გავხდი, თუმცა მაინც კომფორტულად ვარ” – ალექსანდრა პაიჭაძე

June 3, 2022
“ძველმოდური დამოკიდებულებაა იმის სურვილი, რომ იყო ძალიან გამხდარი“ – ვიქტორია ბექჰემი
მოდა

“ძველმოდური დამოკიდებულებაა იმის სურვილი, რომ იყო ძალიან გამხდარი“ – ვიქტორია ბექჰემი

May 19, 2022
როგორ დავიკლოთ წონაში და ამავდროულად ვიკვებოთ სწორად – ინტერვიუ დიეტოლოგ ლაშა უჩავასთან
დიეტა

როგორ დავიკლოთ წონაში და ამავდროულად ვიკვებოთ სწორად – ინტერვიუ დიეტოლოგ ლაშა უჩავასთან

May 18, 2022
საკვები, რომელიც დაგეხმარებათ წონაში დაიკლოთ
დიეტა

საკვები, რომელიც დაგეხმარებათ წონაში დაიკლოთ

May 16, 2022
ბამიას ნაყენი: დიაბეტის და კიბოს მკურნალი, ბუნებრივი საშუალება
დიეტა

ბამიას ნაყენი: დიაბეტის და კიბოს მკურნალი, ბუნებრივი საშუალება

May 13, 2021
ჯანჯაფილის და ვაშლის სპეციალური ნაყენი, რომლითაც თვეში დაიკლებთ 30 კგ-ს
დიეტა

ჯანჯაფილის და ვაშლის სპეციალური ნაყენი, რომლითაც თვეში დაიკლებთ 30 კგ-ს

May 13, 2021
სუხიშვილების 9-დღიანი ახალი დიეტა: მოცეკვავეების სილამაზის ნამდვილი საიდუმლო
დიეტა

სუხიშვილების 9-დღიანი ახალი დიეტა: მოცეკვავეების სილამაზის ნამდვილი საიდუმლო

May 23, 2021
შემდეგი ამბავი
durglishvili

კვერცხი, ერთი ცალი კიტრი და ერთი ნაჭერი ყველი: რატი დურგლიშვილის დიეტა

gvarebi

იპოვეთ თქვენი გვარი სიაში: რას ნიშნავს კონკრეტული გვარი და რა ისტორია აქვს მას

პოპულარული

„მშობლებმა მარიტას ყულაბა გახსნეს და ეს მაჩუქეს…“ – რას ამბობს მამა შალვა
საზოგადოება

„მშობლებმა მარიტას ყულაბა გახსნეს და ეს მაჩუქეს…“ – რას ამბობს მამა შალვა

5 hours ago
🎥ამ წამს ხვიჩამ დაასვა პასი და ოსიმენმა შეგადო – კვარაშოუთი მსოფლიო ტკბება
საზოგადოება

🎥ამ წამს ხვიჩამ დაასვა პასი და ოსიმენმა შეგადო – კვარაშოუთი მსოფლიო ტკბება

5 hours ago
“არ გამოურთოთ გათბობა ამ ბიჭს საქართველოს ბანკო”- რა ფოტო ვრცელდება ახლა თბილისის ფილიალიდან?
საზოგადოება

“არ გამოურთოთ გათბობა ამ ბიჭს საქართველოს ბანკო”- რა ფოტო ვრცელდება ახლა თბილისის ფილიალიდან?

8 hours ago
ცნობილია ქალის ვინაობა, რომლის მკვლელობაც შვილიშვილმა სნაიპერს დაუკვეთა – საქმის ახალი დეტალები
საზოგადოება

ცნობილია ქალის ვინაობა, რომლის მკვლელობაც შვილიშვილმა სნაიპერს დაუკვეთა – საქმის ახალი დეტალები

8 hours ago
🎥”ვაიმეეე…მოკიდე ხელი უცებ”- თბილისის მეტროში ყველა კარი გაიღო და…
საზოგადოება

🎥”ვაიმეეე…მოკიდე ხელი უცებ”- თბილისის მეტროში ყველა კარი გაიღო და…

8 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

„მშობლებმა მარიტას ყულაბა გახსნეს და ეს მაჩუქეს…“ – რას ამბობს მამა შალვა

„მშობლებმა მარიტას ყულაბა გახსნეს და ეს მაჩუქეს…“ – რას ამბობს მამა შალვა

January 29, 2023
🎥ამ წამს ხვიჩამ დაასვა პასი და ოსიმენმა შეგადო – კვარაშოუთი მსოფლიო ტკბება

🎥ამ წამს ხვიჩამ დაასვა პასი და ოსიმენმა შეგადო – კვარაშოუთი მსოფლიო ტკბება

January 29, 2023
“არ გამოურთოთ გათბობა ამ ბიჭს საქართველოს ბანკო”- რა ფოტო ვრცელდება ახლა თბილისის ფილიალიდან?

“არ გამოურთოთ გათბობა ამ ბიჭს საქართველოს ბანკო”- რა ფოტო ვრცელდება ახლა თბილისის ფილიალიდან?

January 29, 2023

თეგები

Funny Health News Viral ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბასილაშვილი ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დათი ქოქრაშვილი დათო ოქიტაშვილი დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ილონ მასკი ირაკლი მაქაცარია კელი დეგნანი ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მამუკა ონაშვილი მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოსო გოგაშვილი სოფო ნიჟარაძე სტეფანე მღებრიშვილი ტრაგედია ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი