Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სამომხმარებლო სესხი და 7000-დოლარიანი ავტომობილი – ლევან ხაბეიშვილის ქონება, პოლიტიკური გზა და პირადი ცხოვრების დეტალები – ვინ არის ენმ-ს ახალი თავმჯდომარის მეუღლე

January 30, 2023
სამომხმარებლო სესხი და 7000-დოლარიანი ავტომობილი – ლევან ხაბეიშვილის ქონება, პოლიტიკური გზა და პირადი ცხოვრების დეტალები – ვინ არის ენმ-ს ახალი თავმჯდომარის მეუღლე

30 იან­ვრი­დან “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ახა­ლი თავ­ჯდო­მა­რე ჰყავს. არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად ოთხი კან­დი­და­ტი­დან ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა სამი კონ­კუ­რენ­ტი, მათ შო­რის, ნიკა მე­ლია და­ა­მარ­ცხა და ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 52,58%-ი მი­ი­ღო.

ვინ არის ხა­ბე­იშ­ვი­ლი, სა­ი­დან მო­ვი­და პო­ლი­ტი­კა­ში, რა ქო­ნე­ბას ფლობს და ვინ არი­ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი – ენმ-ს ახა­ლი თავ­ჯდო­მა­რე­ზე მო­გიყ­ვე­ბით:

  • ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი

პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი ხა­ბე­იშ­ვი­ლი 1987 წლის 7 მა­ისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან არ­სე­ბულ უნი­ვერ­სი­ტეტ “მცი­რე აკა­დე­მი­ა­ში” მი­ი­ღო. 2006 წლი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის ინ­სტი­ტუტ “ბი-სი-ჯი”-ში მუ­შა­ობ­და.

“2008-2010 წელს უკვე დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში, კერ­ძოდ, ისან-სამ­გორ­ში ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად ვმუ­შა­ობ­დი, 2010-2012 წლებ­ში კი ისან-სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში სპორ­ტის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად,” – ამ­ბობს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

2012 წლი­დან 2013 წლის მა­ი­სამ­დე ის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ფი­ნან­სურ სამ­სა­ხურ­ში წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და. ამ­ბობს, რომ 2013 წლის მა­ი­სი­დან 2014 წლის აგ­ვის­ტომ­დე, სა­ნამ მე­რი­ი­დან “უკა­ნო­ნოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, რაც სა­სა­მარ­თლოს სამ­მა ინ­სტან­ცი­ა­მაც და­ად­გი­ნა,” დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და.

  • ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

2022 წელს ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში დარ­ღვე­ვე­ბის გამო, შე­მოწ­მე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა 36% და­ჯა­რიმ­და. მათ შო­რის იყო ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლიც. 2022 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­მოწ­მე­ბუ­ლი 377 თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი შე­ა­მოწ­მებს, რო­მელ­თა შო­რის, 39 პარ­ლა­მენ­ტა­რი იყო. 6 დე­პუ­ტა­ტის დეკ­ლა­რა­ცია და­დე­ბი­თად შე­ფას­და, 27 – და­ჯა­რიმ­და, 3 -ს გაფრ­თხი­ლე­ბა მის­ცეს, ხოლო 3 დე­პუ­ტა­ტის დეკ­ლა­რა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გი შე­წყდა.

ერთ-ერთი დე­პუ­ტა­ტი, რომ­ლის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­აც უარ­ყო­ფი­თად შე­ფას­და და და­ჯა­რიმ­და, გახ­ლდათ “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ახ­ლან­დე­ლი თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი. სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­როს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნებ­ლი ან­გა­რი­შით, და­ჯა­რი­მე­ბის მი­ზე­ზი გახ­და: ბი­უ­როს მიერ მო­თხოვ­ნი­ლი სა­ბან­კო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის არას­რულ­ყო­ფი­ლად წარ­დგე­ნა. ამას­თან, მათი შე­ფა­სე­ბით, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

დეკ­ლა­რა­ცია ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რს 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში აქვს შევ­სე­ბუ­ლი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მის სა­ხელ­ზე არ ფიქ­სირ­დე­ბო­და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. მის სა­კუთ­რე­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota Highlander-ი, რო­მე­ლიც 2020 წელს 7 000 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 9 334 ლარი, ხოლო საკ­რე­დი­ტო­ზე ჯამ­ში – 2 179 ლარი ჰქონ­და. ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა გა­სულ წელს 42 412 ლარი, ხოლო თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე 2021 წლის 1-ელ 5 თვე­ში 12 864 ლარი შე­ად­გი­ნა. მას­ვე უფიქ­სირ­დე­ბა 23 500 ლა­რის მო­ცუ­ლო­ბის სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი.

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, რომ­ლის არას­რულ­ყო­ფი­ლად შევ­სე­ბის გამო ხა­ბე­იშ­ვი­ლი და­ა­ჯა­რი­მეს, არ ჰყავს მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, სა­დაც ხა­ბე­იშ­ვი­ლი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია, ნაკ­ლე­ბად ნა­ხავთ ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, მისი მე­უღ­ლე ლიკა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლია. ის მე­უღ­ლის აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რია და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მე­უღ­ლის მხარ­დამ­ჭერ პოს­ტებს. “მე­გობ­რე­ბო, გა­ი­ა­რეთ რე­გის­ტრა­ცია, ხმა მი­ე­ცით ღირ­სე­ულ კან­დი­დატს…“ – ამ ტექ­სტით უჭერ­და მხარს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს, დღეს მი­ლოც­ვე­ბიც მი­ი­ღო.

  • ხა­ბე­იშ­ვი­ლის იმი­ჯი

ცოტა ხნის წინ, ჯერ კი­დევ კან­დი­და­ტო­ბის დროს, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში მას იმის გამო აკ­რი­ტი­კე­ბენ, რომ ბრენ­დუ­ლი სა­მო­სი არ აც­ვია. რო­გორც ხა­ბე­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, ამის გამო მას პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის­თვის იწუ­ნე­ბენ.

“ქირ­ქი­ლე­ბენ, რომ ხა­ბე­იშ­ვი­ლი გო­ი­მია, სოფ­ლე­ლია, ბრენ­დუ­ლე­ბი არ აც­ვია და ლი­ლო­ში ყი­დუ­ლობს ტან­საც­მელს.. მე წარ­მო­ვად­გენ მშრო­მელ, წე­სი­ერ, პა­ტი­ო­სან ხალ­ხს და არა ვიწ­რო პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულს, “ელი­ტას.”

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge