მოხუც ქალს ნავაჭრი თანხა დარჩენია სავარძელზე, ამ ბიჭმა კი …- სოციალურ ქსელში ემოცური ამბავი ვრცელდება თამარიანის მარშუტიდან:
“როცა მოულოდნელად აღმოაჩენ, რომ შენთან ერთად ძალიან კარგი ახალგაზრდა მგზავრობს…კოლეჯი ,,აისის,, დირექციამ მინდა იცოდეს, რომ დღეს მისმა სტუდენტმა, თვრამეტი წლის – თამარიანელმა გიორგი ტაბატაძემ მაღალი ადამიანური ღირსება გამოავლინა, ოღონდ მართლა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე….როგორც აღმოჩნდა, მშვიდობიანელ ქალს, რომელიც ყოვედღიურად დადის წნორში სავაჭროდ და წვალობს ამხელა გზაზე ასეთი რეჟიმით, დარჩენია სავარძელზე ნავაჭრი თანხა…
სამარშრუტოში, რომელშიც ვიმყოფებოდით მძღოლი და სამი მგზავრი მხოლოდ და გიორგის მეტი ვერც ვერავინ დაინახავდა ამ თანხას, თანხის შესახებ მძღოლსა და მგზავრებს აცნობა…
გიორგი, კარგი ადამიანი ხარ ნამდვილად და ეს უნდა იცოდნენ აუცილებლად შენმა პედაგოგებმაც, მშობლებმაც და ახლობლებმაც!
წარმატებები!
გიული, იქნებ აცნობოთ რა დირექციას ამ კარგი ბიჭის შესახებ…
თუ ვინმეს გყავთ გიორგი მეგობრებში, იქნებ მონიშნოთ…”