მხატვარი გელა ზაუტაშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს
გელა ზაუტაშვილი 1980-იანი წლებიდან აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში, როგორც საქართველოში, ისე – უცხოეთში. მათ შორის არის: „თაობა 80“ (თბილისი, 1986 წ.), „ქართული ფიგურატიული ხელოვნება“ (ერმიტაჟის ბაღი, მოსკოვი, 1987 წ.), ქართული აბსტრაქტის პირველი ჯგუფური გამოფენა (სახელმწიფო სამხატვრო გალერეა, თბილისი, 1987 წ,), „ავანგარდი-88“ (თბილისის მუზეუმი, 1988 წ.), ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა (ჩიკაგო, აშშ, 1989 წ.), საბჭოთა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა (ბაზელი, შვეიცარია, 1989 წ.), „ხელოვნება“ (მელბურნი, ავსტრალია, 1990 წ.) და სხვა.
