საშინელი კადრები გორის ავტობანიდან, სადაც ავტოკატასტროფას 3 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუისთთან, ავტომაგისტრალზე.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯა, გარდაიცვალა სამი ადამიანი.
რუსის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 22 წლის თენგო ლუკაშვილია. იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდან იყო.
„ტვ მონიტორინგს” სოფელში უყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი წლების განმავლობაში ემიგრაციაში იყო და სწორედ საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, ნაყიდი ავტომობილით მოძრაობდა.
,,ძალიან კარგი ბავშვი იყო, წლები მუშაობდა საზღვარგარეთ, რომ საკუთარი მომავალი ჰქონოდა, სწორედ იქ ნამუშევარი ფულით იყიდა ეს მანქანაც და ზუსტად ერთ წამში დაასრულა სიცოცხლე. დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს სოფელში, ყველა ვტირით” – ამბობს ,,ტვ მონიტორინგთან” საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი