სამტრედიაში კორპუსის სახურავიდან მამაკაცი გადმოვარდა.
45 წლამდე მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი ლაშა ნადირაძეა.
მამაკაცი ერთ-ერთ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ასრულებდა.
