დღეს დილიდან “ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები პარტიის ახალ თავმჯომდარეს ირჩევენ. 40 წუთის დაგვიანებით დაწყებული ხმის მიცემის პროცესი შეუფერხებლად მიდის.
როგორც ცნობილია, სიის ფილტრაციის დროს ამომრჩებელთა რიგებიდან 118 ადამიანი გაცხრილეს, საიდანაც, სავარაუდოდ, რამდენიმე პარლამენტის წევრია მართველი გუნდიდან.
არჩევნებზე დაიშვა 49 638 ადამიანი, ანუ პირველადი სიიდან ამოღებული იქნა მხოლოდ 118 ადამიანი. გაფილტვრის ჯგუფს მოუწია ძალიან მცირე დროში მუშაობა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანების ერთეული შემთხვევები გაიპაროს. იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და ამ დროს ზოგიერთი პარლამენტის წევრიც. სამწუხაროდ, ეს ამბავი მათთვის არ გამოვიდა. ძირითადად, პროცესი მიმდინარეობს კარგად, აქტივობა ძალინ მაღალია”, – ამბობს კობა ნაყოფია.
