Friday, July 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home ვიდეო

(ვიდეო) ღურწკაია, ბასკოვი – რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი სიმღერა ჩაწერეს

September 18, 2020
(ვიდეო) ღურწკაია, ბასკოვი – რუსმა მომღერლებმა ლუკაშენკოს მხარდასაჭერი სიმღერა ჩაწერეს

რუსმა და ბელარუსმა პოპმომღერლებმა პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი სიმღერა და ვიდეორგოლი ჩაწერეს, – ამის შესახებ Ekhokavkaza იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, მომღერლებს შორის არიან ფილიპ კირკოროვი, ალექსანდრ ბასკოვი, ანიტა ცოი და დიანა ღურწკაია.

აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკოს გვარი სიმღერაში არ ჟღერს, თუმცა მისამღერში ისმის ციტატა, მისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებიდან – “საყვარელს არ თმობენ” (საუბარია, ბელარუსზე).

“აქ ვცხოვრობთ ჩვენ, იცხოვრებენ ჩვენი შვილები, სიყვარულითა და თანხმობით, მშვიდობიან გარემოში – ერთად”, – მღერიან რუსი და ბელარუსი მომღერლები.

მედიის ცნობით, Youtube-ზე ატვირთულ ვიდეოს გათიშული აქვს კომენტარების ველი, ასევე მოწონების (ლაიქის) ფუნქცია.

მოგვიანებით, ფილიპ კირკოროვის და ალექსანდრ ბუინოვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ლუკაშენკოს მხარდასაჭერად არ უმღერიათ. მაგალითად, ბუინოვის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მომღერალს “უბრალოდ კარგი სიმღერის ჩაწერა შესთავაზეს”.

უკვე 41-ე დღეა ბელარუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.

ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ის მოპოვება შეძლო.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც გონიოში, კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • ონკოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge