ქალაქ რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, ცოტა ხნის წინ ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მე-4 სკოლის ტერიტორიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
კრიმინალურმა პოლიციამ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.
წყარო: ინფო რუსთავი