Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სტრე­სუ­ლი პერიოდი გა­მო­ვი­ა­რეთ, ლე­ლას ცოტა დეპ­რე­სი­აც ჰქონ­და – რა საიდუმლო გაამხილა მამულიჩამ

January 26, 2023
სტრე­სუ­ლი პერიოდი გა­მო­ვი­ა­რეთ, ლე­ლას ცოტა დეპ­რე­სი­აც ჰქონ­და – რა საიდუმლო გაამხილა მამულიჩამ

ბოლო დროს სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იღებს ოთხფე­ხა მე­გობ­რებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მზრუნ­ვე­ლობს მათ. თუმ­ცა მათ­გან ყვე­ლას არ შე­უძ­ლია ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე გა­უ­ძღვეს და ამის გამო ქუ­ჩა­ში პატ­რო­ნის­გან უარ­ყო­ფი­ლი არა­ერ­თი ცუგა ხვდე­ბა… მომ­ღე­რა­ლი ლელა წურ­წუ­მია ცხო­ვე­ლე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია. ის სახ­ლში ორ ძაღლს ინა­ხავს. ერთი წე­ლია, მე­უღ­ლეს­თან, კახა მა­მუ­ლაშ­ვილ­თან, მა­მუ­ლი­ჩას­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად არის თა­ვის ცუ­გე­ბის მზრუნ­ვე­ლო­ბის საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი…

მათი ძაღ­ლე­ბის თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ამ­ბებს კი მა­მუ­ლი­ჩა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ხში­რად აზი­ა­რებს. კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ახლა ჩვე­ნი სტუ­მა­რია და ვსა­უბ­რობთ მათ ოთხფე­ხა მე­გობ­რებ­ზე.

“ოთხფე­ხე­ბი არი­ან თუ ორ­ფე­ხე­ბი, ვე­ღარ ვხვდე­ბი… რა­ღა­ცე­ბი ეს­მით, რა­ღა­ცე­ბი – არა. ისე, ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან – აკი­რა წლის და სამი თვის არის და ოდი, ოდი­კოს ვე­ძა­ხით, ერთი წლის გახ­და. ჩვე­ნი ვაჟ­ბა­ტო­ნი აკი­რა ამე­რი­კუ­ლი აკი­ტაა, გვა­რად წურ­წუ­მია გახ­ლავთ, ოდიც ვაჟ­ბა­ტო­ნია, ოღონდ, გვა­რად მა­მუ­ლაშ­ვი­ლია, ის ქუ­ჩი­დან მო­ვიყ­ვა­ნეთ. მოკ­ლედ, ჯი­ში­ა­ნი წურ­წუ­მი­აა, რა (იცი­ნის)… რა­ღაც ასე და­ვა­ლა­გე. ბუ­ნებ­რი­ვია, პრე­ტენ­ზია არც ერთ ძაღლს არ აქვს“ – გვე­უბ­ნე­ბა მა­მუ­ლი­ჩა.

– რო­გორ მოხ­ვდნენ თქვენ­თან?

– ლე­ლას ად­რეც ჰყავ­და ძაღ­ლი და სა­ერ­თოდ, მათ­თან ოჯახ­ში ძაღ­ლი სულ იყო… ერთხელ ერთ-ერთს მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა და იმის მერე თქვა, – სახ­ლში ძაღლს აღარ მო­ვიყ­ვა­ნო… რაც შე­ე­ხე­ბა ამ ჩვენს ძაღ­ლებს, ოჯახ­ში სი­ახ­ლე, გა­მო­ცო­ცხლე­ბა მოგ­ვინ­და, რად­გა­ნაც პან­დე­მი­ის დროს სტრე­სუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რეთ. ლე­ლას ცოტა დეპ­რე­სი­აც ჰქონ­და… მერე მე­გო­ბარ­მა, თორ­ნი­კე ჯგერ­ნა­ი­ამ ლე­ლას უთხრა, ამ სტრე­სის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ძაღ­ლი და­გეხ­მა­რე­ბაო. მე­ო­რე დღეს­ვე კას­პის ძაღ­ლთსა­შე­ნი­დან ამე­რი­კუ­ლი აკი­ტა მო­ვიყ­ვა­ნეთ. მე­ო­რე თვე­ში იყო, ჩვენს ოჯახ­ში რომ შე­მო­ა­ბი­ჯა. ძაღ­ლი სახ­ლში რომ გაჩ­ნდე­ბა, მერე თით­ქოს მე­ო­რეს შე­ძე­ნის სურ­ვი­ლიც გიჩ­ნდე­ბა. რა­ღაც სხვა ენერ­გი­ას გაწ­ვდის…

სტრე­სუ­ლი პერიოდი გა­მო­ვი­ა­რეთ, ლე­ლას ცოტა დეპ­რე­სი­აც ჰქონ­და - რა საიდუმლო გაამხილა მამულიჩამ

ლე­ლას ერთხე­ლაც აკი­რა გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად ჰყავ­და წაყ­ვა­ნი­ლი. რომ მო­ვი­და, მი­თხრა, – ერთი ძაღ­ლი ვნა­ხე ქუ­ჩა­ში, თოვლში აქეთ-იქით დარ­ბის და ვნერ­ვი­უ­ლობ, მან­ქა­ნამ არ და­არ­ტყას, უნდა სახ­ლში წა­მო­ვიყ­ვა­ნოო. ვუ­თხა­რი, ეს ძაღ­ლიც გა­იზ­რდე­ბა და სახ­ლში ამ­ხე­ლა ძაღ­ლე­ბი არ გვინ­და-მეთ­ქი. არა, უნდა მო­ვიყ­ვა­ნოო, ვერ მო­ის­ვე­ნა… გა­რეთ გა­ვე­დით, ორი სა­ა­თი ვე­ძებ­დით. მერე მი­ვი­და იმ ად­გი­ლას, სა­დაც ის ძაღ­ლი ნახა. უცებ მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­ცუნ­ცულ­და. ლელა რომ და­ი­ნა­ხა, ეტყო­ბა, იცნო და მა­შინ­ვე მი­ახ­ტა. ეს არის-მეთ­ქი? კიო. იმ დროს ქალ­ბა­ტო­ნიც გა­მო­ვი­და მა­ღა­ზი­ი­დან. მა­ჩუ­ქეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ჭირს მოვ­ლა, ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა და არ ვიცი, რა ვქნაო – შე­მოგვჩივ­ლა. თუ ვერ უვ­ლით და პრობ­ლე­მა­ტუ­რია, წა­ვიყ­ვან, ხვა­ლამ­დე მო­ი­ფიქ­რე­თო – ლე­ლამ. მე­ო­რე დღეს დაგ­ვი­რე­კა – ქალ­ბა­ტო­ნო ლელა, ჩვენ ვერ მო­ვუვ­ლით და თუ გნე­ბავთ, წა­იყ­ვა­ნე­თო. მოკ­ლედ, მო­ვიყ­ვა­ნეთ. გვე­გო­ნა პა­ტი­ო­სა­ნი ძაღ­ლი მოგ­ვყავ­და და ბან­დი­ტი აღ­მოჩ­ნდა (იცი­ნის). წყნა­რი აკი­რაც გა­ა­გი­ჟა. ისე­თი დინ­ჯი, რომ­ლის არ­სე­ბო­ბაც სახ­ლში სა­ერ­თოდ არ იგ­რძნო­ბო­და. ადი­კო გი­ჟი­ვით დარ­ბის აქეთ-იქით, მთე­ლი სახ­ლი გა­დად­გა.

– აფუ­ჭე­ბენ ხომ, ყვე­ლა­ფერს?

– ადრე უფრო აფუ­ჭებ­დნენ… ალ­ბათ, ნა­ხეთ ის ვი­დეო, ავე­ჯი რომ გა­ა­ნად­გუ­რეს. მო­ვე­დით სახ­ლში და უბ­რა­ლოდ, აღარ დაგ­ვხვდა ავე­ჯი. ძა­ლი­ან ძნე­ლია ორი დიდი ძაღ­ლი სახ­ლში, თან, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დღე­ში 2-ჯერ გაგ­ვყავს გა­რეთ. ამას­თან, თან­და­თან გხვდე­ბა სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მაც. დიდი ყუ­რა­დღე­ბა უნ­დათ. მხო­ლოდ ის იძა­ხო, ძაღ­ლი მიყ­ვარს და ჩე­მია, ასე არ არის. ვთა­ნამ­შრომ­ლობთ „კა­ხას სკო­ლას­თან“. როცა გას­ტროლ­ზე მივ­დი­ვართ და სახ­ლში არ ვართ, აკი­რას და ოდი­კოს კახა იტო­ვებს. თა­ვი­დან წვრთნი­და და მერე მი­თხრა, – თქვენ თუ არ და­ეს­წრე­ბით ამ პრო­ცესს, ისე აზრი არ აქვს, მარ­ტო მე მი­ჯე­რე­ბე­ნო… ყო­ველ დი­ლას გა­რეთ გამ­ყავს… მოკ­ლედ, მა­გა­რი “გა­ვი­ჩა­ლი­ჩე”, რა, ვხუმ­რობ, რა თქმა უნდა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ანს სხვა ენერ­გი­ას გმა­ტებს. ნაღ­დად არ ვწუ­წუ­ნებ… მერე სხვა ძაღ­ლე­ბის მი­მარ­თაც გა­მიჩ­ნდა მზრუნ­ვე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც ვნა­ხუ­ლობ უპატ­რო­ნო ძაღ­ლებს, ვცდი­ლობ, საკ­ვე­ბი შე­ვუ­ძი­ნო.

სტრე­სუ­ლი პერიოდი გა­მო­ვი­ა­რეთ, ლე­ლას ცოტა დეპ­რე­სი­აც ჰქონ­და - რა საიდუმლო გაამხილა მამულიჩამ

– ადრე თუ გყო­ლია ძაღ­ლი?

– არა­სო­დეს. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა ძაღ­ლი სახ­ლში… მაგ­რამ ახლა ასე­თი ამ­ბა­ვია ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში – სახ­ლში თუ არი­ან და სძი­ნავთ, სძი­ნავთ ლე­ლას­თან. თუ და­ვაგ­ვი­ა­ნე მოს­ვლა, ჩემი ად­გი­ლი იქ აღარ არის.

– ვი­დეო ვნა­ხე, ერთ-ერთს შენი ჯემპრი რომ ეცვა და ოთა­ხი­დან ოთახ­ში დახ­ტო­და…

– ჰო… უხ­დე­ბაო, – ლე­ლამ და ჩემი ჯემპრი არ ჩა­აც­ვა?! ისე სახ­ლში დარ­ჩე­ნა­ზე პრო­ტეს­ტი აქვთ… სპე­ცი­ა­ლუ­რი სახ­ლი ვუ­ყი­დეთ და აი­ვან­ზე დავ­დგით… მან­დაც მა­გა­რი ამ­ბა­ვი მოხ­და – იმ­ხე­ლა სახ­ლია, რომ ოთა­ხი­დან აი­ვან­ზე ვერ გა­მო­ვი­ტა­ნეთ, კარ­ში არ ეტე­ო­და და მე­ექ­ვსე სარ­თულ­ზე ქვე­მო­დან ამ­წით ძლივს ამო­ვი­ტა­ნეთ. ოღონდ, შიგ­ნით არ შე­დი­ან. იმ სახ­ლში მე შევ­დი­ვარ (იცი­ნის). ოდი­კო აი­ვან­ზე რომ და­ტო­ვო, იკ­ლებს მე­ზობ­ლებს. ამი­ტომ, არ უნდა და­ტო­ვო, თო­რემ ყვე­ლა­ფე­რი და­ლე­წი­ლი დაგ­ხვდე­ბა. აკი­რა ყვე­ლა­ფერს არ ჭამს, ჯერ უნდა და­სუ­ნოს, თუ მო­ე­წო­ნა, მერე შე­ჭამს. ადი­კომ კი ლა­მის ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ჭა­მოს.

სტრე­სუ­ლი პერიოდი გა­მო­ვი­ა­რეთ, ლე­ლას ცოტა დეპ­რე­სი­აც ჰქონ­და - რა საიდუმლო გაამხილა მამულიჩამ

– სხვა­დას­ხვა ჯიში და სხვა­დას­ხვა ხა­სი­ა­თია…

– აკი­ტა ცნო­ბი­ლია თა­ვი­სე­ბუ­რი ხა­სი­ა­თით. ლი­დე­რის პო­ზი­ცია აქვს, არ უყ­ვარს სხვა ძაღ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი. ქუ­ჩა­ში რო­მე­ლი­მე ძაღ­ლმა რომ და­უ­ყე­ფოს, შე­იძ­ლე­ბა დაგ­ლი­ჯოს. სულ სა­ბე­ლით დამ­ყავს, ვერ ვუშ­ვებ, ოდი­კო ხან­და­ხან გაშ­ვე­ბუ­ლია, რე­ა­ლუ­რად კი ორი­ვე ძაღ­ლი სა­ბე­ლით მი­ჭი­რავს. დიდი ძალა უნდა და აქეთ-იქით მე­ქა­ჩე­ბი­ან. როცა დრო აქვს, ლე­ლა­საც გაჰ­ყავს გა­რეთ. აკი­ტებს სა­ერ­თოდ, სი­ცი­ვე უყ­ვართ, ადი­კოს – სით­ბო. და­ნარ­ჩე­ნი ნელ-ნელა იზ­რდე­ბი­ან და მე­ტად ავ­ლე­ნენ თვი­სე­ბებს და ხა­სი­ათს. მოკ­ლედ, ჩემ­თვის ჯი­ში­ა­ნია თუ არა, ეს ამ­ბა­ვი გა­ქარ­წყლე­ბუ­ლია…

– მათი ხმა­უ­რის გამო მე­ზობ­ლე­ბი ხომ არ გიბ­რაზ­დე­ბი­ან…

– მგო­ნი, ჩვენ­თან უკვე ყვე­ლას ჰყავს სახ­ლში ძაღ­ლი, ოღონდ, პა­ტა­რა…

– სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იყო სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი – იყო ასე­თიც, რად უნ­დათ სახ­ლში ამ­ხე­ლა ძაღ­ლე­ბი… რას ეტყვი მათ?

– ბოლო წლებ­ში ვის­წავ­ლე, რომ რაც არ უნდა წე­რონ, არა­ვის­თან, არა­სო­დეს შევ­დი­ვარ პო­ლე­მი­კა­ში. მი­მაჩ­ნია, რომ ამას აზრი არ აქვს. ტყუ­ი­ლად ნერ­ვე­ბი არ უნდა მო­ი­შა­ლო. მე ჩემი საქ­მე მაქვს. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ვინ­მეს ბინ­ძუ­რად მო­იხ­სე­ნი­ებს, იმას რა პა­სუ­ხი უნდა გას­ცე?! თან, აზ­რსაც ვერ შე­აც­ვლე­ვი­ნებ. მე ძაღ­ლებს ვუვ­ლი, ამით ადა­მი­ა­ნებს იმას ვაჩ­ვე­ნებ, რომ ცხო­ვე­ლე­ბი უნდა გვიყ­ვარ­დეს და თუ გყავს, უნდა მო­უ­ა­როთ. აბა, ისაა კარ­გი, ქუ­ჩა­ში რომ ყრი­ან?! შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად რამ­დე­ნი­მე თავ­შე­სა­ფარს ვეხ­მა­რე­ბი, ანუ სა­დაც ავად­მყო­ფი ცუ­გე­ბი ჰყავთ – ერთი ლა­გო­დეხ­შია და ხა­შურ­შიც. ზოგი ფეხ­მო­ტე­ხი­ლია, ზოგი უმო­წყა­ლოდ ნა­ცე­მი, და­ჩე­ხი­ლი. ზო­გი­ერ­თი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ, ვუმ­კურ­ნა­ლეთ… სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა, ისე­თი ფაქ­ტე­ბია, ჭკუ­ი­დან ვი­წე­ვი ხოლ­მე. სა­ში­ნე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვთ ძაღ­ლებს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ამ ხალ­ხს რა უნდა ელა­პა­რა­კო?! მათ ძაღ­ლი კი არა, ალ­ბათ, ოჯა­ხის წევ­რე­ბიც არ ეყ­ვა­რე­ბათ.

სტრე­სუ­ლი პერიოდი გა­მო­ვი­ა­რეთ, ლე­ლას ცოტა დეპ­რე­სი­აც ჰქონ­და - რა საიდუმლო გაამხილა მამულიჩამ

– ერთი წლის გა­მოც­დი­ლე­ბამ რა გას­წავ­ლა?

– ძაღ­ლი მა­ინც შეს­წავ­ლი­ლი უნდა გყავ­დეს, ჯი­შის შე­სა­ხებ უნდა იცო­დე ყვე­ლა­ფე­რი. თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მე­ტი­სი არ აიყ­ვა­ნო. უცხო­ეთ­ში უმე­ტე­სად მე­ტი­სე­ბი აჰ­ყავთ. მაგ­რამ როცა ძაღ­ლით ინ­ტე­რეს­დე­ბი, ყვე­ლა­ფერს უნდა და­აკ­ვირ­დე – რა ჯი­შია, რა ჩვე­ვე­ბი აქვს, რა პი­რო­ბებ­ში უნდა იცხოვ­როს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ დიდი ძაღ­ლი მა­ინც ეზო­ი­ან სახ­ლში უნდა გყავ­დეს. რად­გან უკვე ავი­ღე ჩემს ცუ­გებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, არ ვწუ­წუ­ნებ. ძაღ­ლის პატ­რო­ნი პა­ტა­რა ბავ­შვის პატ­რო­ნი­ვი­თაა… სიმ­კაც­რე­ში გაზ­რდი ძაღლს, ცოტა აგ­რე­სი­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს, სიყ­ვა­რულ­ში გაზ­რდი, თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე იქ­ნე­ბა. თუმ­ცა სა­პი­რის­პი­რო­დაც ხდე­ბა… მე სა­ერ­თოდ, სიყ­ვა­რულ­ში გაზ­რდი­ლი ბავ­შვი­სა თუ ძაღ­ლის მომ­ხრე ვარ…

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge