უგეზო მთვარეა 15:42 დან – 22:56მდე; შესაბამისად ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის ამ დროს რეკომენდებული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.
ვერძი
მოიცილეთ ყოველივე, რაც თქვენში უსიამოვნო მოგონებებს ან ემოციებს იწვევს, რაც გაშინებთ ან თავდაჯერებულობას გაკარგვინებთ. ერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს და მათ ვინც თქვენით მანიპულირებს.
კურო
წარმატებული დღეა. ახალმთვარეობის დადგომამდე სასურველია გაისტუმროთ გადასახადები და გადაამოწმოთ ანგარიშები. დაეხმარეთ მათ, ვინც ამას საჭიროებს, სიძუნწე შესაძლოა დაბრკოლებად აისახოს.
ტყუპები
დღის მთავარი თემა პირად-სასიყვარულო სივრცეა. სასურველია ლოცვა, მედიტაცია, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, აზრთა გაცვლა, გამოცვლა, როგორც რეალურ, ასევე სოციალური სივრცის საშუალებით.
კირჩხიბი
დაგროვილი უარყოფითი ენერგიისა და გადაღლილობის გამო სასურველია ენერგეტიკული წმენდების ჩატარება, მედიტაცია, ლოცვა. ყოველივე ეს დაგეხმარებათ ენერგოტონუსის ამაღლებასა და არასაჭირო პროგრამებისგან გათავისუფლებაში.
ლომი
კარგი იქნება თუ მიმართავთ ენერგეტიკულ პრაქტიკებს ორგანიზმის სიჯანსაღისა და ტონუსის ასამაღლებლად. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, დაისვენეთ და განიტვირთეთ.
ქალწული
ერიდეთ აგრესიულ ადამიანებს, ახლა უსიამოვნო, ნეგატიური ადამიანების გავლენა მეტად შესამჩნევი იქნება, სასარგებლოა საოჯახო საქმეებზე კონცენტრირება და განმარტოება.
სასწორი
შესაძლოა გარკვეულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნათ, მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების შედგენისა და კორექტირებისას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას დახმარება სთხოვეთ მეგობრებს.
მორიელი
სასურველია იზრუნოთ ემოციურ სტაბილურობაზე, თუ გაქვთ საშუალება დაისვენეთ, შეეცადეთ იურთიერთოთ გაწონასწორებულ მშვიდ ადამიანებთან, არ ჩაერიოთ კამათსა და გარჩევებში.
მშვილდოსანი
ნუ დაკარგავთ დროს სიზარმაცესა და ფუჭ საქმიანობაში, თავი ხელში აიყვანეთ და მოაგვარეთ ბიზნეს -პროექტები, იფიქრეთ ახალ იდეების განხორციელებასა და ძველის კორექტირებაზე.
თხის რქა
დღეს შესაძლოა კომპლიმენტებით შეგამკონ და შეგაქონ. მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფეროა პირად ურთიერთობებშიც. ეს პერიოდი ხელს არ უწყობს ახალ ნაცნობობასა და სიახლეებს.
მერწყული
მართალია მოულოდნელი ხარვეზები თქვენს საქმიანობაში წყობიდან გამოგიყვანთ, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია, ნუ ისაუბრებთ სხვებთან თქვენს გეგმებზე.
თევზები
სასურველია მოერიდოთ მნიშვნელოვან შენაძენს. ნუ დაარღვევთ მიცემულ სიტყვას და მშვიდად, გულით აკეთეთ თქვენი საქმე, მიხედეთ დასახულ ამოცანებს და გაითვალისწინეთ, რომ ახლა იმპროვიზაციების დრო არ არის.