26 იანვარს ქუთაისში +12 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი. +12 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +6 გრადუსია, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +7, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში მზიანი ამინდი და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +2, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +6 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +7 გრადუსი და ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.