Wednesday, May 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ერთ მშვენიერ დღეს შენი ცოლი ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება, როგორიც ახლაა; მაშინ უნდა მიხვდე, რომ სიყვარულს შველა სჭირდებაო” – ნიკოლოზ წულუკიძე კახი კავსაძეზე

January 25, 2023
“ერთ მშვენიერ დღეს შენი ცოლი ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება, როგორიც ახლაა; მაშინ უნდა მიხვდე, რომ სიყვარულს შველა სჭირდებაო” – ნიკოლოზ წულუკიძე კახი კავსაძეზე

მსახიობი და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე მსახიობ კახი კავსაძეს იხსენებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“ქორწილში 100-ლარიანი ჩამიკუჭა და მითხრა – ერთ მშვენიერ დღეს შენი ცოლი ისეთი ლამაზი აღარ მოგეჩვენება, როგორიც ახლაა – აი, მაშინ უნდა მიხვდე, რომ სიყვარულს შველა სჭირდება და მეორე უფრო მნიშვნელოვან ეტაპს იწყებო. შენი კაცობაც მაგ დროის საქციელებით გაიზომებაო…
ყველაფერში სამაგალითო იყო: თეატრის, ქალის, სამშობლოს სიყვარულში. 9 აპრილს რაც გააკეთა, გმირობა იყო, აბა, რა იყო. საუბრის დროს მესამე ვინმე თუ მოვიდოდა, მაშინვე თქვენობით მომმართავდა და ჩემს ქებას იწყებდა. სხვა თაობა იყო, სხვა ხალხი, რომ აღარ განმეორდება, ისეთი…

ალენ დელონი რომ ჩამოვიდა, მაგ კონცერტის სცენარის ავტორი გახლდით. კახის ვუთხარი, წამოდი, ალენ დელონთან ფოტო გადავიღოთ-მეთქი. შერცხვა, იცი, მაგათ რამხელა ჯამაგირი (ამ სიტყვას ამბობდა) აქვთ, მსოფლიო არტისტია, არ შევაწუხოთო. ძალით მივიყვანე. შენ ჩვენი ალენ დელონიც ხარ და მარლონ ბრანდოც-თქო. მერე რომ მირეკავდა, ასე მეუბნებოდა – ალენი ვარ, დელონიო… ქუჩაში, მანქანით ნელა დადიოდა, რომ ვინმე დაენახა და წაეყვანა. ნაცნობებს რომ ვერ ვხვდები, უცნობებს ვუჩერებო. ბოლოს თვალებამღვრეული დადიოდა რუსთაველზე, წასასვლელად ემზადებოდა და წავიდა კიდეც. იქ დღეს ბელას შეხვდება და სამუდამოდ გაგრძელდება ის 36-წლიანი თანაცხოვრება, რომლის შეწყვეტასაც ასე განიცდიდა და მარადისობაში გამგზავრებას უადვილებდა.
მშვიდობით, კახო, ძალიან მომენატრები” – წერს ნიკოლოზ წულუკიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
  • წყალი 10 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “მეუფე ისაია დაამცირეს, ეს სინოდზეც ვთქვი”- მეუფე ზენონი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge