Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვარ ბულინგის მსხვერპლი და ვაპირებ, მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს – კონსტანტინე გამსახურდია

January 25, 2023
ვარ ბულინგის მსხვერპლი და ვაპირებ, მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს – კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, დიპლომატი კონსტანტინე გამსახურდია სოციალური ქსელით გეორგიევსკის ტრაქტატის საკითხსა და იმ ეპოქის მთელ კონტექსტს გამოეხმაურა.

„ძალიან მოკლე პოსტულატებს ჩამოვყრი, რომ რუსული რბილი ძალის შემოგდებული ეს მარაზმი და ლანძღვა-გინება შეძლებისდაგვარად მორჩეს.
1. რუსეთის იმპერია თავის ცარისტულ, ბოლშევიკურ და პოსტკომუნისტურ ფორმაში არის ბოროტება და საფრთხე. მსოფლიო მშვიდობას და სამართლიან წესრიგს მისი დემონტაჟი და ძირეული რეფორმირება ესაჭიროება.
2. გეორგიევსკის ტრაქტატი იყო შეცდომა ქართული დიპლომატიისა, რომელმაც ვერ გათვალა რუსული აღმოსავლური პოლიტიკური თამაშების ეგოცენტრული დინამიკა. რუსეთის იმპერიის ბუნება პროტექტორატს ვერ იგუებდა, თან ეს პროექტები საიმპერატორო კარზე კონკრეტულ პირთან იყო კავშირში, რომელთან ერთადაც მათ “ჩაილურის წყალი დალიეს”. ამიტომ ტრაქტატი რამოდენიმე წელიწადში დაირღვა და მისი განახლება ერეკლეს არც უფიქრია. ის, რაც გიორგი “ზაქიჭამიამ” დადო, იყო გაცილებით ცუდი და ამაზრზენი, მაგრამ ერეკლე მისი ვაჟის გამო პასუხისმგებელი ვერ იქნება.
3. ერეკლეს დროს აღმოსავლეთ საქართველო ირანული გადმოსახედიდან, ასევე ოსმალეთის და სხვათა მიერ (მათ შორის ევროპული პერსპექტივითაც) მოიაზრებოდა, როგორც ირანის ნაწილი. ერეკლე საგარეო პოლიტიკას “ცენტრს” იმიტომ არ უთანხმებდა, რომ თავად ირანი იყო შიდაომებში ჩაძირული და ურჩი განაპირა მმართველებისთვის არ ეცალა. ხოლო ნადირ-შაჰის დროს ქართლ-კახეთის ეს მეფე ფუნქციონირებდა, როგორც ირანელი მაღალჩინოსანი. ხომ არ შეიძლება ვთქვათ, რომ აღმოსავლეთ საქართველო ირანს აქამდე 150 წლის წინ ვიღაცამ “ჩააბარა?” ან დასავლეთ საქართველო ოსმალეთს?
4. ერეკლეს საგარეო პოლიტიკა 1783 წლამდე ევროპაზე ორიენტირებული იყო. მან ორი ელჩობა გაგზავნა ევროპაში, რომლებიც ჩავარდა რაღაც საქართველოზე დამოუკიდებელ მიზეზთა გამო. ერეკლესეული ქვეყნის შიდა რეფორმებიც სრულიად ევროპული იყო.
5. რუსეთის იმპერიამ გიორგი მეცამეტის გარდაცვალების შემდეგ საქართველო დაიკავა და შეუდგა მის ანექსიას ყოველგვარი ხელშეკრულებების უსარგებლო ქაღალდად გამოცხადების და სანაგვეზე მოსროლის გზით. ქვეყანა არავის არ “ჩაუბარებია”. რუსეთმა ის უბრალოდ დაიპყრო, მორჩა და გათავდა.
5. მთელი კატეგორიულობით ვიტყვი: არც ნიკოლოზ ბარათაშვილს, არც ალექსანდრე ბატონიშვილს, (ყველაზე დიდ ანტირუსს) არც ილიას, არც ვაჟას, არც ყაზბეგს, არც ივანე ჯავახიშვილს მეფე ერეკლე მეორეზე არ გამოუყენებია სიტყვა “მოღალატე” და “ქვეყნის ჩამბარებელი”. მიუხედავად იმისა, რომ მათ პოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნდათ ქვეყნის ოკუპაცია და ანექსია. სასაცილოა თვლიდე, რომ ესენი ვერ მიხვდნენ და შენ მიხვდი.
6. არ მოვიწონებ არავის ბულინგს, გინდაც გარკვეულ საკითხში მართალი არ იყოს და ცდებოდეს. მე თავად ვარ დაუსრულებელი ბულინგის მსხვერპლი, (ამ თემებს არ ეხება, სხვა განყოფილებაა) რის გამოც მალე ვაპირებ მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს.
7. გაითვალისწინეთ, რომ რუსულ რბილ ძალას პროვოცირების მიზნებით შიდა პოლარიზაციის 50-ზე მეტი ბლოკი აქვს შემოგდებული, რათა ადამიანებმა, არ შეთანხმდებიან რა არაფერზე, ამოუწურავი ბოღმა და მძულვარება ანთხიონ, როგორც სამოქალაქო ომის მუხტი“ , – წერს გამსახურდია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Tik-Tok გამოწვევას კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს – გარდაცვლილია 12 წლის ბიჭი
  • “27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი”- რამაზ სამხარაძე
  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge