ანსამბლი “სუხიშვილები” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – გარდაიცვალა ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე ნინო კირვალიძე, რომელიც 1958-1985 წლებში ანსამბლის სოლისტი იყო:
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, “სუხიშვილების” გამორჩეული მოცეკვავის, უმშვენიერესი ნინო კირვალიძის გარდაცვალების გამო.
საქართველოს სახალხო არტისტი, ნინო კირვალიძე ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე 1958-1985 წლებში გახლდათ.
მის მიერ შესრულებული ცეკვები (“სამაია”, დავლური”..) კიდევ მრავალი წელი გვემახსოვრება და დარჩება ქართული ცეკვის ისტორიას” – ნათქვამია ინფორმაციაში.