საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობას 2013 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე იკავებდა, მანამდე კი განათლების მინისტრი გახლდათ. 2011 წლამდე პოლიტიკაში მოსვლამდე გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი იყო 8 წლის განმავლობაში ( 2000-2006 და 2010-2012 წლებში), შუალედში კი იმავე ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი აქტიური მოღვაწეობის მიუხედავად, წლებია მძიმე დაავადებით იტანჯება, ამის შესახებ მან 2018 წლის მაისში ისაუბრა “ნანუკას შოუ”-ში და აღნიშნა, რომ როდესაც მისი დაავადება მძაფრდება, საერთოდ ვერ მოძრაობს და ლაპარაკიც უჭირს.
ამ დროისთვის ექს-პრეზიდენტი წონაში საკმაოდ დაკლებულია, რაც ბადებს ეჭვს, რომ მისი მდგომარეობა უფრო მეტად გართულდა.