ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გურამ არუთინაშვილი დიდი ხანია ეკრანებზე აღარ ჩანს. საზოგადოებას აინტერესებს სად არის და რას საქმიანობს ის. “მეტრონომმა” ტელეწამყვანთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გურამმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე:
“უახლოეს პერიოდში ვაპირებ ეკრანებზე დაბრუნებას. არ ვიცი, ძველ გადაცემას გავაგრძელებ თუ ახალს დავიწყებ. მაქვს დიდი გეგმები, მივდივარ საზღვარგარეთ დროებით, სადაც კლიპს გადავიღებ ხატია წერეთელთან ერთად. დავბრუნდები განახლებული გადაცემით და არ გამოვრიცხავ სრულიად სხვა ფორმატით მოვევლინო საზოგადოებას.
შეიძლება ისევ ვიყო ეპატაჟური, თუმცა რაღაც ჩარჩოებს არ გავცდები. ჩემს სურვილებზე არ ვაპირებ უარის თქმას, თუმცა ოჯახის რჩევებს გავითვალისწინებ.
მე და ხატია წერეთლმა ჩავწერეთ ახალი სიმღერა, რომელსაც ჰქვია „ფერი ფერსო“. ეს სიმღრა იქნება, რა თქმა უნდა, ყველასთვის,განსაკუთრებით შეყვარებული ადამიანებისთვის.” – განაცხადა გურამ არუთინაშვილმა.
“მეტრონომის” კითხვაზე თუ რას საქმიანობს ტელეწამყვანი, გურამმა უპასუხა, რომ ახლა დეპრესიული პერიოდი აქვს და ძირითადად მოგზაურობს:
ამ ეტაპზე არაფერს ვსაქმიანობ, დროებითი პაუზა მაქვს აღებული. ძირითადად ვმოგზაურობ, ცოტა ხნის წინ თურქეთში ვიყავი. ახლაც მივდივარ უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ, თუმცა არ დავასახელებ სად. ცოტა დეპრესიული პერიოდი მაქვს და ამ დროს ვუთმობ საკუთარ თავს.
კითხვაზე ხომ არ შემცირებულა თაყვანისმცემლების რაოდენობა გურამმა შემდეგი პასუხი გაგვცა:
“პირიქით, გაიზარდა თაყვანისმცემლების რაოდენობა. მე არ ვთვლი, რომ ეკრანებზე არ გამოჩენით გულშემატკივრებს დავკარგავთ. უფრო მეტს აქვს სურვილი ჩემი გადაცემა დაბრუნდეს. გავაკეთე ექსპერიმენტი მაინტერესებდა ჩემი დროებითი პაუზა გამოიწვევდა თუ არა კითხვებს საზოგადოებაში”- აღნიშნა მან.