სასულიერი პირი, პეტრე კოლხი სოციალური ქსელით „პოსტივის“ ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ პროფესორ ლევან ბერძენიშვილის შეურაცხყოფას გამოეხმაურა.
„ბატონო ლევან, არავის აქვს უფლება, ჩემი სახელით გესაუბროთ. ეს მხოლოდ ჩემი საქმეა…
ჰოდა, მოგმართავთ…
ბევრი ლექცია წაიკითხეთ, ბევრი საჯარო გამოსვლა მოაწყვეთ, ბევრი ისაუბრეთ ილიაზე, აკაკიზე, ვაჟაზე…
იქნებ სინათლეთ მაინც გამოადგეთ თვალებდათხრილ ქვეყანას!.. “ , – წერს პეტრე კოლხი.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა: „ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ”.