ხულოში, სოფელ წაბლანაში 5-სულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეწვა.
“ხანძრის სავარაუდო მიზეზი სახლის ძველი ელექტროგაყვანილობაა“ – აცხადებს მერის წარმომადგენელი სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულში.
დაიწვა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
ხუთსულიანი ოჯახი, რომლის 2 წევრი ბავშვია, სოფლის ერთ-ერთ ცარიელ სახლში გადაიყვანეს დროებით საცხოვრებლად.
წყარო: ბათუმელები