ბლოგერი, გურამ შეროზია ჟურნალისტ, ნათია ბერიძეს აკრიტიკებს, რომელმაც ერეკლე მეფის გამო, პროფესორ ლევან ბერძენიშვილს “არაკაცი” უწოდა.
შეროზია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ისე, იმდენად ბნელა, რომ ვიღაც პელენწუკა ჟურნალისტკებს მეფეც წმინდანი ჰგონიათ და უბრალოდ ვერ იაზრებენ, რომ: – მაშინდელი მმართველობის შესაბამისად, ქვეყნის სათავეში იყო მეფე
– ამჟამად ქვეყნის სათავეში არის პრემიერი (მანამდე პრეზიდენტი, ა.შ.)
– ორივე არის პოლიტიკის ნაწილი…
ანუ წლების შემდეგ, ჩემმა შვილიშვილმა ღარიბაშვილი რომ გააკრიტიკოს და ვიღაც უდონო მიასკდეს ქუჩაში: gariba gmiria tqven ki arakaci, mteli saqartvelos saxelit geunebiiit
მთელი საქართველოს ვერ, მაგრამ აგერ გურამ შეროზიას სახელით გეტყვით, რომ აიქიუც კარგი საქონელია”, – წერს შეროზია.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილი ქუჩაში გააჩერა და მას არაკაცი უწოდა ვიდეო კი სოციალურ ქსელში დადო.