სერიალ “ჩცდ”-ს სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს:
“დღეს სუპერმარკეტში სალაროსთან რიგში ვიღაცამ აუგად მოიხსენია ფარსმან მეორე ქველი, იმდენი მაგის დედასშევეცი, რაც ეგ ქველი იყოო – გაყვიროდა.
რიგში მდგომი ყველა მომხმარებელი უკიდურესად გამწარდა . ამ პიროვნებას დაუშინეს სანტეს ხაჭოები, აგროჰაბის არაჟნები, სოფლის ნობათის მაწვნები, გორის ვაშლები, ლიკას ტორტები, ღვანკითის კიტრები, ორეოები და როტ-ფრონტის ყარაყუმები. გააგდეს მაღაზიიდან და წაართვეს სუპერმარკეტის ქულების დაგროვების ორი ბარათი.
მოლარე კი, სანამ ჩემს მიერ შესყიდული ზეიკიძის კალბაზის კოდს არკვევდა, თავისთვის ბუზღუნებდა – ხო შეიძლება რაღაც წმინდა დაიტოვოთ და მეფეები არ აკრიტიკოთ, ძალიან ძნელია?!” – წერს დევდარიანი