სულ ცოტა ხნის წინ მომღერალი ლიზა ყენია დაინიშნა. მას რჩეულმა გიორგი რაზმაძემ ხელი დაბადების დღეზე სთხოვა.
ამჯერად ლიზამ გიორგის გაცნობის შესახებ გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა:
„რთული ფორმით მქონდა კოვიდი, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ჩემს ცხოვრებაში გამოანათა ადამიანმა, რომელმაც ჩემი ყოველდღიურობა სრულიად ამოატრიალა. ვგულისხმობ იმას, რომ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ძალიან შემიყვარდა.
დიდი პრობლემა იყოს ის, რომ ურთიერთობაში დისტანციურად ვიყავით, რადგან ის ამერიკაში იმყოფებოდა. საოცრება არის ის, რომ ჩვენ 7 წლის წინ შევხვდით
და მოგვეწონა ერთმანეთი. შემდეგ დავიკარგეთ და ჩვენი გზები გაიყო. ძალიან ბევრი წლის შემდეგ ერთმანეთი ისევ ვიპოვეთ. ნახევარი წლის მანძილზე გვქონდა კომუნიკაცია და საუბარი. ბევრი შეხვედრის გარეშეც ყველაფერი ნათელი იყო” – თქვა ლიზა ყენიამ.