ბუბა კიკაბიძის პროდიუსერის, სოსო აბზიანიძის განცხადებით, უკრაინაში, კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ვახტანგ კიკაბიძის სახელი ეწოდება. ამის შესახებ აბზიანიძემ გადაცემა “შუადღე ლაივის” ეთერში განაცხადა.
“მინდა კარგი ამბავი გითხრათ, უკრაინაში გადაწყდა, რომ ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ეწოდოს ვახტანგ კიკაბიძის სახელი. გუშინ დამირეკეს და მითხრეს ამის შესახებ. მომავალში, რა თქმა უნდა, მის ძეგლზეც ვფიქრობთ,”- განაცხადა სოსო აბზიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ კიკაბიძე 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.