იურისტი გიორგი მშვენიერაძე იხსენებს ვენერა ობოლაშვილის პროცესის ისტორიას, სადაც ის ერთ-ერთი დაზარალებულის ადვოკატი გახლდათ და ყვება:
“ცოდვა გამხელილი სჯობს და ვენერა ობოლაშვილის პროცესზე ადვოკატი ვიყავი, ერთ-ერთ დაზარალებულს ვიცავდი. დაზარალებულები ბლომად იყვნენ თაღლითობის ეპიზოდებზე და დარბაზიც მათ მხარეს ყოველთვის სავსე იყო. აი, ბრალდებულების მხარეს კი, ერთი კაცი დადიოდა სისტემატურად. ერთ-ერთი პროცესის მერე პროკურორი მიადგა:
– ბატონო, თქვენ ვინ ბრძანდებითო?
– ვენერას ქმარი ვარო – იმ კაცმა.
– ბატონო, მერე აქეთ გადმოჯექით, დაზარალებულებისკენ, როგორც პერსპექტიული დაზარალებულიო.”