საგარეჯოში ღამით უმძიმესი ტრაგედია მოხდა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.
მომხდარი ტრაგედიის შედეგად მოკლული ბიჭები არიან: ნოდო რჩეულიშვილი, ზაზა ჩიხლაძე, ზაქრო მათიაშვილი და დათო ნასრაძე.
მეზობლები კომენტარს აკეთებენ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და გამორიცხავენ, რომ ნოდარ ათუაშვილს კონფლიქტი ჰქონდა ერთ-ერთ გარდაცვლილთან.
“არ ყოფილა კონფლიქტური, ზემოდან დავყურებდი აივნიდან, ვკითხე, ნოდარ, რა არის მკვდარი არის-მეთქი? დიახაც მკვდარი არისო. ამ მონეტში თვალში მომხვდა რომ ხელში ავტომატი ეჭირა. ვიფიქრე, ზემოდან რაღაცას დავცემ-მეთქი, მაგრამ რომ გადარჩენილიყო ამოვიდოდა მომიკლავდა მეუღლეს. რამ დამაფიქრა იცით, ეგ თუ ჭკუიდან გადასული იყო იარაღი რატომ არ ამომიტრიალა? თან მოაჯირზე ვიყავი აგდაკიდებული”, – ამბობს მეზობელი.
