მე აღარა ვარ ის მიშა, რომელიც ვიყავი. ცხოვრებამ ბევრი რამე მასწავლა, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“.
მისი თქმით, 7 წელი იყო დაფიქრებისა და გადაფასებითვის.
„მე აღარა ვარ ის მიშა, რომელიც ვიყავი. ცხოვრებამ ბევრი რამე მასწავლა. ეს კარგიც არის და ცუდიც არის. ეს 7 წელი იყო დაფიქრებისთვის, გადაფასებითვის, გარკვეულწილად მოჯდომისთვის. არ მინდა ვთქვა, რომ დაბრძენებისთვის, იმიტომ, რომ ეგეთი ბებერი არ ვარ, მაგრამ რაღაც სახის გამოცდილების გასააზრებლად“, – თქვა სააკაშვილმა.