Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საგარეჯოში დაჭრილის მამა დახმარებას ითხოვს

January 20, 2023
საგარეჯოში დაჭრილის მამა დახმარებას ითხოვს

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმისას ერთ-ერთი დაჭრილის მამა ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი შვილი რეანიმაციაშია და დიდი ოდენობით სისხლი სჭირდება.

საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის კაცის, გიორგი კიკნაძის მამა მოსახლეობას მეორე ჯგუფის რეზუს-დადებითი სისხლის ჩაბარებით დახმარებისკენ მოუწოდებს.

„ძალიან ცუდი ამბავი მოხდა ჩვენს ეზოში, კორპუსში და რამდენიმე ადამიანი არის გარდაცვლილი. ჩემი შვილის მეგობრები იყვნენ. ღმერთმა განუსვენოს მათ სულებს და მათ ოჯახებს ვუსამძიმრებ. ჩემი შვილი, გიორგი კიკნაძე არის რეანიმაციაში. თუ ვინმეს გექნებათ სურვილი, იქნებ სისხლით დაგვეხმაროთ. ამ ეტაპზე სისხლი სჭირდება ბევრი, ბევრი სისხლი დაღვარა.

კუჭში მოხვედრია ერთი [ტყვია], გაუხეთქია კუჭი და ბარძაყზე აქვს დაზიანება. როგორც მითხრეს 2 ტყვია [მოხვდა].

როგორც მითხრეს ოპერაციამ კარგად ჩაიარაო. ამ წუთას რეანიმაციაშია. მეორე ჯგუფის დადებითი სისხლი გვესაჭიროება და ვისაც სურვილი და საშუალება ექნება, გთხოვთ რომ დაგვეხმაროთ“ – აცხადებს დაშავებულის მამა, დეკანოზი თეიმურაზი.

შეგახსენებთ, საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი, ასევე დაჭრილია 5 ადამიანი.

თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

თავდასხმის დაწყებისას, სახლში იმყოფებოდა ათუაშვილის შვილიც, რომელმაც ცეცხლის გახსნის შემდეგ სახლი დატოვა.

ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილი 2006 წლიდან მუშაობდა უწყებაში, ხოლო 2021 წელს სამსახური დატოვა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge