ჟურნალისტი, ნინო სამყურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
ის აცხადებს, რომ მისი მეგობარი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, რადგან მან სადარბაზოში შესვლა მოასწრო.
“უმძიმესი დღეა საგარეჯოსთვის ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას
ჩემი ბავშვობის მეგობარი სასწაულებრივად გადაურჩა მკვლელის ტყვიას გაუმართლა და სადარბაზოში შეასწრო
მსგავსი სისასტიკე საგარეჯოს არ ახსოვს” – წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულია 6 და დაშვებულია 5 ადამიანი. რუსთაველისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან სროლა ღამის პირველი საათისთვის დაიწყო.