Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილია პოლიციელი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა -“ტყვიას გულით გადაეფარა”

January 20, 2023
ცნობილია პოლიციელი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გოგონას სიცოცხლე გადაარჩინა -“ტყვიას გულით გადაეფარა”

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და კა­ხეთ­ში. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­დაც ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ ცე­ცხლი გახ­სნა.

ამას­თან, რო­გორც უწყე­ბის მო­რიგ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნო­რად ათუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნულ­მა პირ­მა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვით­ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა პო­ლი­ცი­ე­ლი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი. ის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო. წლე­ბის განმვლო­ბა­ში ის თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და და სა­გა­რე­ჯოს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­და­ვი­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ე­ლი იმ დროს და­იჭ­რა, როცა იქვე მყოფ მო­ქა­ლა­ქეს გა­და­ე­ფა­რა.

“იო­ლის” მა­ღა­ზი­ას­თან გა­და­ე­ფა­რა მო­ქა­ლა­ქეს და გუ­ლის არე­ში მოხ­ვდა ტყვია. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის ფა­სად ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­და­არ­ჩი­ნა” – ჰყვე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

შსს-ს გან­ცხა­დე­ბა
“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი დე­ტექ­ტი­ვის, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტის – 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და თა­ნა­უგ­რძნობს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს, თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და ახ­ლობ­ლებს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი დე­ტექ­ტი­ვი, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი სა­გა­რე­ჯო­ში, ერთ-ერთი მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ეზო­დან სრო­ლის შე­სა­ხებ მი­ღე­ბულ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე კო­ლე­გას­თან ერ­თად გა­მო­ცხად­და.

თავ­დამ­სხმელ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებს ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნი­დან ცე­ცხლი გა­უხ­სნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტი, ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლია პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, 4 მო­ქა­ლა­ქე და ასე­ვე, თავ­დამ­სხმე­ლი.სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო ხუთ­მა პირ­მა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით გრძელ­დე­ბა” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge