ქართველმა პოლიტიკოსებმა ბუბა კიკაბიძის ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პეტრე ცისკარიშვილი ავრცელებს.
ენმ-ს წევრები, მათ შორის პეტრე ცისკარიშვილი, ხატია დეკანოიძე და კობა ნაყოფია, კიევში იმყოფებიან. სწორედ იქ მოაწყვეს პოლიტიკოსებმა ბუბას გამოსამშვიდობებელი საღამო.