პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ორი 65-სართულიანი კორპუსის აშენების ამბავს გამოეხმაურა.
„თეორიულად ნებისმიერი მშენებლობა ქალაქში მისასალმებელია.
ერთადერთი, რა სევდიანი სიმბოლიკაც დავინახე ამ ახალ პროექტში არის ის რომ – ცათამბრჯენი დომინირებს გმირთა ობელისკზე.
ეს პროექტი შუშის მონუმენტს უდგამს ამ ხელისუფლების მთავარ გზავნილს – იზრუნე საკუთარ კეთილდღეობაზე, გმირობა სისულელეა… “
