Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გინდ დაიჯერეთ , გინდ არა… VIP პაციენტს ვუკეთებდი ოპერაციას” – რა საოცარი ამბავი გადახდა ქართველ ექთანს გერმანიის კლინიკაში

January 19, 2023
“გინდ დაიჯერეთ , გინდ არა… VIP  პაციენტს ვუკეთებდი ოპერაციას” – რა საოცარი ამბავი გადახდა ქართველ ექთანს გერმანიის კლინიკაში

ქართველი ემიგრანტი ნინო ნაცვალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებს უზიარებს თუ რა გადახდა მას გერმანიის კლინიკაში.

“გინდ დაიჯერეთ , გინდ არა…

რამდენიმე  დღის წინ ე.წ. VIP  პაციენტთან დამიძახეს. ძალიან სიმპატიური, ათლეტური აღნაგობის ,   ტიპიური გერმანული გარეგნობის , შუახნის მამაკაცი იწვა საოპერაციო მაგიდაზე. გავეცანი…  საბუთებს დავხედე…  როგორც ველოდი, მაღალი რანგის დაზღვევა ჰქონდა. რეგიონალური ანესთეზია უნდა გამეკეთებინა , რომლის დროსაც პაციენტს არ სძინავს, კონტაქტურია და მხოლოდ  საოპერაციო უბნის გაუტკივარება ხდება. პროცედურის დროს ,  ჩემთვის  ტრადიციული შეკითხვის დროც მოვიდა, “იტალიური თუ ესპანური გარეგნობის ექიმი , მისთვის უცხო აქცენტით, რომელი ქვეყნიდან ვიყავი” ?! ქართველი ვარ მეთქი- ვუპასუხე და საქმე გავაგრძელე.  უცებ დადუმდა,  თავი წამოწია, ხელი შემოიდო თავქვეშ და  დაკვირვებულად დაიწყო ჩემი დათვალიერება … სიჩუმეც  შემაწუხებელი იყო და დაკვირვებული მზერაც, ჩემს ყოველ მოძრაობაზე…  თავი უხერხულად ვიგრძენი… თუმცა,  არც ის მავიწყდებოდა, რომ  ვიღაც  განსაკუთრებული  რანგის პაციენტი იყო, საგანგებოდ დამიძახეს და  “კლასი “ უნდა მეჩვენებინა … არადა,  თავში მერეოდა ფიქრები, ნეტა რა არ ესიამოვნა, ან ჩემი ქართული წარმომავლობით რაიმე უსიამოვნო ფაქტი ხომ არ გავახსენე- მეთქი?! საკმაოდ დავიძაბე. ამასობაში ერთი ნერვული წნულის   ბლოკადას  მოვრჩი და მეორეზე გადასვლას რომ ვაპირებდი , დაკვირვებული მზერა გავარღვიე და ვეუბნები: ერთი ნაწილი ანესთეზიის დასრულებულია და  ეხლა მეორეს დავიწყებ. იმედია არ გეტკინათ  და აწეც თუ რაიმეს  იგრძნობთ  , არ მოგერიდოთ,  დროულად მითხარით.  პასუხმა კიდევ უფრო დამაბნია, “თქვენგან ტკივილსაც მოვითმენ”!  …. მოკლედ,  ამ უხერხულ მდგომარეობაში დავასრულე  ჩემი საქმე.  სანამ  გამოვემშვიდობებოდი და კოლეგას ჩავაბარებდი პაციენტს, შევეკითხე – მე მგონი,  რაღაც  გაქვთ სათქმელი ?!   მადლობა მომიხადა და ასეთი რამ მითხრა: მე გერმანიის  არმიის ფედერალურ შტაბში მნიშვნელოვანი თანამდებობა მიჭირავს  … ბოდიში მინდა მოგიხადოთ,   როგორც ერთმა გერმანელმა ჩინოვნიკმა , რომ 2008 წელს არ დავეხმარეთ  თქვენს ქვეყანას… არ დავიჯერეთ , რომ თქვენთან ის ხდებოდა, რაც დღეს უკრაინაში ხდება… ყველას  შეცდომის  შედეგია, რასაც ახლა ვიმკით… ჩვენ გვეძინა! ბოდიში  მინდა  ქართველს მოგიხადოთ და ახლა უკვე მადლობა!  …გაოგნებულმა,  დასტურის  ნიშნად, თავი   რამოდენიმეჯერ დავუკარი… დანარჩენი ჩემს პირბადიან სახეზე და თვალებში ალბათ ამოიკითხა…  არ ვიცი , რა გაიგეს ჩემს გვერდით მდგომმა ასისტენტებმა, გაოცებული რომ უსმენდნენ ჩვენს საუბარს…

P.S. დიახ, ცივილურმა მსოფლიომ გააკეთა დასკვნები!  ამიტომ ეს  გულწრფელი ბოდიში , მარტო მე კი არა, ყველა  ქართველს და მთელ საქართველოს ეკუთვნის,  მაგრამ არამც და არამც იმ “ორჯონიკიძეებს “ , ქვეყანას რომ ძირს უთხრიან, რუსეთისკენ  მიათრევენ  და ლავროვებისგან  მადლობებს ღებულობენ !” – წერს ნაცვალაძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზესტაფონში მომხდარი ავარიისას დაშავებული კიდევ ერთი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა
  • დონალდ ტრამპი ილონ მასკთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  • „საქართველოს ხმის“ გამარჯვებული ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge