ნოდიკო ტატიშვილი “პრაიმტაიმს” უყვება, რომ ვახტანგ კიკაბიძე “ჯეოსტარში” გაიცნო. ამბობს, რომ მისი მისამართით, ქართული სცენისა და კინოს ვარსკვლავს, არც ერთი ნეგატიური კომენტარი არ დაცდენია.
შემდეგ იყო ფრანგი რეჟისორისა და ქორეოგრაფის – რედა ბენტიფორის მიერ გაცოცხლებული 1973 წლის პირველი ქართული მიუზიკლი – “ვერის უბნის მელოდიები”. ვარდოს როლი სცენაზე სოფო ნიჟარაძემ შეასრულა, მედროგე პავლე კი ნოდიკო ტატიშვილი იყო.
ნოდიკო ტატიშვილი: ბუბა ჩემთვის ყოველთვის იყო მიუწვდომელი, ლეგენდა… და უცებ “ჯეოსტარის” ჟიურიში გავიცანი. შინაგანად ვგრძნობდი, რომ ძალიან მგულშემატკივრობდა. არც ერთი ცუდი შეფასება მისგან არ მომისმენია.
2012 წელს, “ვერის უბნის მელოდიებს” ფილარმონიის სცენაზე გაცოცხლების დროს კი, მთლად ერთად ვიდექით სცენაზე, რეპეტიციებზე. ყველანი ვთხოვდით, რომ ფილმის გადასაღები მოედნიდან რაიმე ისტორიები გაეხსენებინა. არ გეგონოთ, რომ უარით გვისტუმრებდა. ისე ჰყვებოდა ამბებს, რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით.
წყარო: პრაიმტაიმი
