დღეს დილით ხანძარი იყო ჩოხატაურში. დაიწვა დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ტანსაცმლისა და ხილბოსტნის მაღაზიები.
ადგილზე მოვილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
როგორც “გურია ნიუსთან” თვითმხილველები ამბობენ, ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონე ამ დროისთვის ცუდადაა და საავადმყოფოშია მოთავსებული.
“დღის 12 საათი იქნებოდა, ხანძარი რომ გაჩნდა. იქვე იყვნენ, გარეთ მაღაზიასთან ისხდნენ. ვერაფრის გადარჩენა ვერ მოახერხეს. ყველაფერი დაეწვათ”
წყარო:გურიანიუსი