ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ძალიან ცუდი ტენდენცია დამკვირდა – მკვლელი ლიფტი, მკვლელი შადრევანი – ნივთებს ვეძახით, ხალხო, მკვლელებს.
ამ დროს, რა კლავს რეალურად? – არაპროფესიონალიზმი.
როგორ შეიძლება მოგკლას შადრევანმა, ან ლიფტმა?
ადამიანი გკლავს, ადამიანი.
როგორ შეიძლება უარი ვთქვათ შადრევანზე, ლიფტზე, ტურიზმის განვითარებაზე, ნაცვლად იმისა, რომ უსაფრთხოების ნორმები იყოს დაცული?
ლიფტები არის თქვენიო.
მაგას აგვარებს ამხანაგობაო.
მშენებლობის უფლებაც ამხანაგობამ გასცეს აწი, მშენებლობაზეც ის იქნება პასუხისმგებელი.
კარგი.
არ შემოვდივარ განხილვაში, ეგრეა, კარგი, ამხანაგობაა პასუხისმგებელი, გიჯერებთ.
ამხანაგობას ვინ არეგისტრირებს? სახელმწიფო ხომ არა?
და ამხანაგობა ვინ უნდა შეამოწმოს? – სახელმწიფომ ხომ არა შემთხვევით?
მოდით, ასე გავაკეთოთ, რაკი გვეუბნებით, რომ ამხანაგობამ უნდა მიხედოს ლიფტს, ესე იგი, ამხანაგობაა დამნაშავე ლიფტის მოუწესრიგებლობაში, ხომ?
ლიფტის მოუწესრიგებლობაში და ადამიანების დაღუპვაში, ხომ?
დამნაშავემ ხომ უნდა აგოს პასუხი?
მოდით, ახლა ადექით და დაიჭირეთ ამხანაგობის წევრები და ვნახოთ, აბა, ან რა მუხლს წარუდგენთ, ან რის საფუძველზე, ან რა ვალდებულებები აქვთ დაკისრებული სამართლებრივად – მიდით, დაიწყეთ ეს პროცესი და ვნახოთ, თუ შეძლებთ იმის დამტკიცებას, რომ ამხანაგობაა დამნაშავე.
ვერ დაიწყებთ ამ პროცესს, რადგან ვერ მოიგებთ ამ პროცესს და იქნება ყველაზე სამარცხვინო პროცესი!
თუ არ და ვერ უჩივით ამხანაგობას, ყველაფერი მაშინ არის ბლა–ბლა–ბლა, ამას არ აქვს სამართლებრივი ფასი და ეს არის ყურადღების გადასატანი მანევრი.
მაშ, რა გამოდის?
ხალხი იღუპება და დამნაშავე არავინაა?
დამნაშავე არის სადღაც, ზოგადად და კონკრეტული დამნაშავე არავინაა?
ეგრე გამოდის, კი.
ეგრე გამოდის კი არა, ეგრეა”.