უკრაინაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი:
„გავტენე მანქანა თბილ საბნებით, ჰიგიენის ნივთებით, ღუნღულა ქუდებით/ხელთათმანებით და მივქრი დნიპროსკენ 

500 კილომეტრიანი გზაა წინ და როგორც ჩანს სიჩქარეს მაგრად გადავაჭარბე… მაჩერებს პოლიცია 

-სად მიდიხარ?
-დნიპროში!
-რა მიგაქვს?
-საბნები და ტანსაცმელი!
-უკანა მინას უნდა ხედავდეთ, არ შეიძლება ეგრე სიარული!
-მაშინ 3 საბნის გადაგდება მომიწევს 

-არა, რა გადაგდეგდება. ნელა იარე.
-იყინება ხალხი და ვჩქარობ.
-მაშინ ფრთხილად იარე!
-კარგი.
-რომელი ქალაქიდან ხარ?
-თბილიდან.
-ჩემი ოჯახი სიღნაღში ცხოვრობს ომის დაწყების მერე.
გადავეხვიეთ ერთმანეთს, პუტინის მკვდარ-ცოცხალი ვახსენეთ და წამოვედი 

დიდება უკრაინას 

დიდება საქართველოს 

დიდება გმირებს“