ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
2022 წელი დგებოდა, დამირეკა ბუბას მეგობარმა და პროდიუსერმა სოსო აბზიანიძემ. ბუბა თურმე პარლამენტში ხელფასს არ იღებდა შესაბამისად, ერთ დღეს აღმოაჩინა რომ 30 ათასი ლარია მის ბალანსზე და გადაწყვიტა ეს თანხა გადაანაწილოს ბავშვებზე, რომლებთანაც თოვლის ბაბუა არასოდეს მისულა
მთხოვეს სწორედ ასეთი ბავშვების მოძებნა და ასე გახდა ბუბა კიკაბიძე თოვლის ბაბუა.
თავად ბუბა, ყოველი ახალი წლის წინ, საახალწლო საჩუქარს ფეხსაცმელში ეძებდა. ამის მიზეზს და სხვა ამბებსაც, თავად მოგიყვებათ დღეს, გადაცემაში.”