Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელია „მანჩესტერ სიტის“ ყურადღების ცენტრშია – „დეილი მეილი“

January 18, 2023
ხვიჩა კვარაცხელია „მანჩესტერ სიტის“ ყურადღების ცენტრშია – „დეილი მეილი“

ინგლისური გამოცემა „დეილი მეილის“ ცნობით, იტალიური „ნაპოლის“ აქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას „მანჩესტერ სიტი“ აკვირდება.

„ხვიჩა კვარაცხელია „მანჩესტერ სიტის“ ყურადღების ცენტრში შესანიშნავი თამაშების შემდეგ მოექცა. ქართველი ამ სეზონში სერია A-ში ერთ-ერთი გამორჩეულია. მას „ნაპოლი“ დიეგო მარადონას შემდეგ პირველ „სკუდეტომდე“ მიჰყავს.

შემტევი ტალანტებით სავსე გუნდში, ასევე იტალიურ ლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში, კვარაცხელია გამოირჩევა უშიშარი თამაშითა და ბურთთან მომხიბლავი დამოკიდებულებით. ნეაპოლელმა გულშემატკივრებმა მას მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს, 21 წლის ფეხბურთელს 7 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს ჩაწერილი ლიგის 15 მატჩში, მათ შორის სამი პარასკევს „იუვენტუსთან“ მატჩში 5:1, რამაც „ნაპოლის“ სერია A-ში ლიდერობა განუმტკიცა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზეც გაიტანა. „ნაპოლიმ“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, 6 თამაშიდან 5 მოიგო, მათ შორის „ლივერპულთან“ და „აიაქსთან“ დიდი ანგარიშით. „ლივერპულთან“ პირველ ჯგუფურ მატჩში, კვარაცხელიამ ბრწყინვალედ ითამაშა, იტალიელები კი იურგენ კლოპის გუნდს იოლად გაუსწორდნენ.

ამავე დროს, კლუბის ორ თამაშში ნიდერლანდურ გიგანტ „აიაქსთან“ ქართველი 4 გოლში მონაწილეობდა – ორივე მატჩში თითო გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. იმის გამო, რომ კვარაცხელია „ნაპოლიმ“ შედარებით მცირე თანხად შეიძინა ბათუმის „დინამოდან“, სავარაუდოდ, გაყიდვის შემთხვევაში მასში მნიშვნელოვან მოგებას მიიღებენ.

პრემიერლიგის მიმზიდველობისა და „მანჩესტერ სიტის“ უზარმაზარი სიმდიდრის მიუხედავად, კვარაცხელია ბოლო თვეებში ღიად საუბრობს, თუ როგორ სიამოვნებს იტალიაში „ნაპოლიში“ ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით თამაში. ამის შესახებ ქართველმა დეკემბერში DAZN-თან ისაუბრა“, – წერს daily mail.

ავტორი: მერაბ მამულაშვილი, 1TV

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარდაიცვალა ცნობილი ექიმი
  • “დედას უნახავს საწოლში გარდაცვლილი”- რა გახდა წალენჯიხაში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი
  • „გთხოვთ, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას…“ – ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge