კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საესტრადო მომღერალი და სიმღერების ავტორი, ბუბა კიკაბიძე, 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბუბა კიკაბიძე წლებია ერთ ქალზეა შეყვარებული – ირინე ქებაძეზე, წყვილს ერთი საერთო ვაჟი ჰყავთ – კოკა. ირინე ქებაძემ მსახიობი იყო, რომელმაც საკუთარი კარიერა ოჯახს შესწირა. „ღმერთს თავისი ცხოვრების სიყვარულთან შეხვედრას ვახტანგ კიკაბიძე კენედის სიკვდილს „აბრალებს“. ‘
დაგიბრუნ სიყვარულ „კენედის ბრალია, რომ მე ცოლი მოვიყვანე. მაშინ გასტროლზე ვიყავით უნგრეთში. შუაღამისას ვისხედით, ვსვამდით, უცებ კივილ-წივილი ატყდა. მანქანები ჩერდება, ხალხი გარბის. თურმე, კენედი მოკლეს. ირა შეშინებული და ატირებული ჩამეხუტა. მას შემდეგ აღარ გამიშვია. საერთოდ არ მიყვარს მორბენალი მამაკაცები. ხდება, ვიღაც სხვა უყვარდება ქალს ან კაცს და უნდა წავიდეს სახლიდან. ეგ უბედურებაცაა და ბედნიერებაც. მაგრამ თუ მიდიხარ, კაცურად უნდა წახვიდე. შვილებსა და მეუღლეს არ უნდა გაუფუჭო ცხოვრება. ეს მთელი ფილოსოფიაა. სწორად სიარული ბევრს უჭირს. ალბათ, მეც ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მაგრამ სულ ვცდილობდი, ასე არ მომხდარიყო. ჩემი ცოლი სულ მეუბნება, შენ ყველაფერი უკუღმა გაქვს. ჯერ გიყვარს სამშობლო, მერე მეგობრები და ბოლოს ოჯახი. როცა პირიქით უნდა იყოსო. დედაჩემმა ასე გამზარდა. ის ცოცხალი აღარაა და საყვედურს ვეღარ მიიღებს. ალბათ, ასეც უნდა იყოს, კაცი თავის მიწაზე უნდა ცხოვრობდეს, „მიმინოც” ხომ ამაზეა”– ამბობს ბუბა კიკაბიძე.
წყარო: digest.pia.ge