ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:
“გეცინებათ ალბათ, მაგრამ არ არის სასაცილო.
ზარქუა პოლიტიკურად არავინაა, ისევე, როგორც არავინაა ცალკე აღებული ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე, მდინარაძე…გვარებს არა აქვს მნიშვნელობა. ვერასდროს თავისი ნიჭით, ცოდნით ისინი იქ ვერ იქნებოდნენ, სადაც არიან. ამ ხალხს თავში დაეცა ეს ყველაფერი, რადგან ერთ კაცს გადაფორმებული აქვს მთელი ქვეყანა და რაღაც თანამდებობებზე ვიღაცები უბრალოდ უნდა დადოს. ჩააცვას, დაახუროს, ფული აშოვნინოს, კომპრომეტირება გაუკეთოს და მერე ისინიც ქაჯებივით ჩაფრენილები არიან თავიანთ მდგომარეობას.
ჯერ ერთი, მიეჩვივნენ ამ დაგინებას – რომ ეწერებათ, ეგ კიდევ ცალკე თემაა. ყაველაშვილიდან მოყოლებული ამ ზარქუათი გაგრძელებული. პრორუსი კი არა, დაბალი რანგის რუსი პაიკიც კი არაა. იმის იქითაა რაღაც. არც ვიცი, რა ვუწოდო.
მთავარი აქ სხვა რამეა. დააკვირდით, რას ეუბნება – გაგლახავო. ეგრევე გადავიდა ფიზიკური ანგარიშსწორებით მუქარაზე. ამით მარტო გიორგი ვაშაძეს კი არ ეუბნებიან, თავიანთ აგრესიულ მომხრეებს მიმართავენ, რომ დიახ, მიდით, იძალადეთ, ჩვენ არაფერზე ვაგებთ პასუხს. ნებადართულია. ჩვენ ბიძინამ დაგვრთო ნება, სადაც გვინდა, როცა გვინდა, რამდენჯერაც გვინდა, გავლახავთ ყველას, ვინც ჩვენ არ მოგვწონს – ჩვენ ბიძინა გვყავს, რომელმაც გადაგვალახვინა ყველა ზღვარი. შეგვაჩვია, მოგვიხსნა ზრდილობის, კაცობის, ყველაფრის ,,კომპლექსი”. თურმე ბიძინას მომხრე ვინც არ არის, მის გალახვას რა უნდა.
ამ აგრესიულ კატეგორიას ზარქუათი დაწყებული, ტენდერში ჩასმულ ვიღაც ბიუჯეტის ქურდებს, სადღაც ფურცელზე გაფორმებულ უსაქმურებს, სუსის მიერ ფულით, წამლით და კომპრომატებით გაბ*ზებულ ძალით კაიბიჭებს, – ყველას, კბილებით რომ იცავენ უსამართლობასა და უკანონობას, – მინდა ვუთხრა, არ არის ეგრე მარტივად, თქვენ რომ გგონიათ :
ისე ნუ იზამთ, სიტყვის შემწევი აღარ დაგრჩეთ, როცა ბიძინას ცუდი დრო დაუდგება. და ზოგადად, არის რაღაც გარემოებები, როცა ერთხელაც აღარ მოგითმენენ და ცუდად გიპასუხებენ. თქვენ უკან რომ მთელი სახელმწიფო მანქანა დგას, ეგ არ ნიშნავს, რომ ასე მარტივად მოიქნიოთ ხელი. ერთხელაც ვინმე იტყვის, რომ ყველაფრის დედა ვატირეო, ყველანაირი მოთმინებისთვის მიმიფურთხებიაო და იმ სტუდიაში შეგაჭმევთ დეკორაციას ან გაგიჩეჩქვავთ ვინმე სადმე თავს. ზარქუასაც ეხება და ყველა აგრესიულ ქოცს, არსაიდან აღმოცენებულს, ახლა რომ თავის მდგომარეობას ჩაბღაუჭებია, იცავს და ქვეყანა ფეხებზე ჰკიდია.
ამ უბედურებაში ითრევთ ქვეყანას და არ გვინდა, რომ ეს მოხდეს, ძალადობა წარმოშობს ძალადობას, გროვდება ეს ყველაფერი, ნუ გააბოროტებთ ხალხს და დაფიქრდით. ყველას ჰყავს ოჯახი, ნათესავები, ახლობლები. აქვთ ღირსება. აპართეიდში ცხოვრებას არავინ აპარებს. ძალაზე თუ მიდგება საქმე, გაცილებით ცოტა ხართ. რომ არ გიბრუნებენ ისეთ პასუხს, როგორსაც იმსახურებთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ შეუძლიათ. ნუ ცდით მოთმინებას. არა მგონია საქართველო ასე მასოვრივად იყოს დასახლებული მაჰათმა განდებითა ან მარტინ ლუთერ კინგებით. გაგიფენთ ვინმე. მე მითქვამს, ოღონდ არ მინდა, ამ მორევში ჩავიძიროთ.
და რაც მთავარია, ბიძინამ უნდა იცოდეს – მარადიული ძალაუფლება არ არსებობს. ერთ დღეს ისე არ მოხდეს, გამწარებულ ხალხს წინ გადამდგომი არავინ გამოუჩნდეს, რომელიც გარისკავს და იტყვის – არა, ხალხო, არ შეიძლება ასე, ცივილიზებული წესებით მოვექცეთ ბიძინასო. აი, ასეთი ადამიანები შეიძლება, უბრალოდ, არც დარჩნენ და, თუ შემორჩებიან, ვერც ვერავინ გარისკოს ამის თქმა, რადგან გაბრაზებული ხალხი მასაც ზედ მიაყოლებს.
იფიქრეთ ამაზე.
მე კი, ჩემი მხრივ, ყველას მოვუწოდებ, მაქსიმალურად შეიკავოს თავი. გიორგი ვაშაძე სწორად მოიქცა, მანამდე გიორგი კირთაძე – ბათუმში. ეს სწორია, მაგრამ ყველას არა აქვს ერთნაირი მოთმინება და სწორედ ეს მაშინებს.