ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ემოციური წერილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მის პედაგოგ დედას ერთ-ერთმა მოსწავლემ მისწერა.
“დედაჩემს დაუწერა მოსწავლემ წერილი:
გამარჯობა ირმა მას, ძალიან მენატრებით. წარმოიდგინეთ ერთი რამ, ჩემი მეგობარი არის 7 წლის და თქვენი სიკეთით და ჭკუით გრამატიკა და ლიტერატურა ვასწავლე. ამის გამო კი მან მიიღო 10. უღრმესი მადლობა ირმა მას ასეთი მეგობრობით და სიყვარულით… ძალიან მენატრებით, მთელი დღე ვიმეორებ ქართულს, რომ თქვენ გაგახაროთ. ყველა მეუბნება: ასეთი ჭკვიანი რატომ ხარ ქართულში?
მას, ძალიან მენატრებით, არასდროს დაგივიწყებთ. სულ გხატავთ, ყოველ დღე, ეჰჰ…არადა 1 წამითაც რომ არ გნახოთ, მაინც მოწყენილი ვიქნები, იმედია, მალე გნახავთ, ძალიან მიყვარხართ და ნახვამდის” – წერს ბერიძე