Monday, May 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორია მღვდლის მდგომარეობა, რომელიც ხანძრის დროს კელიაში დაიწვა

January 16, 2023
როგორია მღვდლის მდგომარეობა, რომელიც ხანძრის დროს კელიაში დაიწვა

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის და არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რა ვითარებაში გაჩნდა ხანძარი კელიაში.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მომხდარის შედეგად დაშავებული არქიმანდრიტი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება.

“16 იანვარს, შუაღამეს, გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლის საბანს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო, ცეცხლი მოედო მთელ ოთახს. შემთხვევით, თავისი სენაკიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა იოსებმა დაინახა გაჩენილი ხანძარი. ცეცხლის ჩაქრობის მიზნით მაშინვე შევიდა სტუმრების სენაკში და გამოიტანა ალმოდებული საბანი, რომლისგანაც მის სამოსელსაც გადაედო ცეცხლი.

წყაროსთან გამოსულმა ბერმა სერაფიმემ შორიდან დაინახა ალმოდებული მამა იოსები, ხმამაღლა დაუძახა საძმოს წევრებს და მის დასახმარებლად გაიქცა. ყვირილზე თავისი სენაკიდან გამოსულმა იღუმენმა დავითმა სასწრაფოდ მიიტანა წყალი და ცეცხლის ჩაქრობის მიზნით დაასხა მამა იოსებს, ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კი დარეკა სახანძრო სამსახურში. ვიდრე სამაშველო და სასწრაფო დახმარების მანქანები მოვიდოდნენ, ბერები შეეცადნენ თავიანთი ძალებით ჩაექროთ ხანძარი.

არქიმანდრიტი იოსები მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში. ამჟამად იგი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება. გთხოვთ, აღავლინოთ ლოცვა მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის”,- ნათქვამია მიტროპოლიტ იოანეს განცხადებაში, რომელსაც ეპარქია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრა ერევანში
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
  • სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge