ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს.
„ძალიან დიდი ამბავი: ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმათლებლო მოძრაობა ეკვილიბრიუმის მთავარმა პარტნიორმა, კომპანია ,,გალფმა” სპეციალური აქციის შედეგად, მილიონ ლარზე მეტი მოაგროვა და ამ თანხით სოციალურად დაუცველ 1500-ზე მრავალშვილიან ოჯახს დავეხმარებით“, – წერს კეკელიძე.