“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლებამ სააპელაციო სასამართლოს ხელით მოძალადეები კიდევ ერთხელ წაახალისა. საუბარია მოსამართლე მაია თეთრაულის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულ რადიკალებს სასჯელი შეუმცირდათ.
ნოდარ მელაძის თქმით, საქართველოში ჟურნალისტად მუშაობა სულ უფრო საშიში ხდება და გამორიცხული არ არის, ხვალ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას რომელიმე ჟურნალისტი მოკლან.
წარმოუდგენელ რეალობაში ვცხოვრობთ, ამ ქვეყანაში ჟურნალისტად მუშაობა სულ უფრო საშიში ხდება. საშიში ხდება იმიტომ, რომ ხვალ მოგკლავენ… აი, ამ განცდით ასრულებ პროფესიულ მოვალეობას ყოველდღე.
ხვალ შეიძლება, ჩვენ მოგვკლან ქუჩაში, იმიტომ, რომ ასეთია ხელისუფლების ნება და ასე ვუყურებთ ჩვენ, ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები სწორედ ამ აღქმას გვიჩენს.
როგორ შეიძლება, საქართველოს პროკურატურას არ დაედასტურებინა და არ დაესაბუთებინა პირველ ინსტანციაში წარდგენილი ბრალი სააპელაციოში ისე, რომ მოსამართლეს არ მიეღო სხვა გადაწყვეტილება?
ვინ წარმოადგენდა ჟურნალისტების ინტერესებს სასამართლოში? ვინ იცავდა მედიას? მედიას იცავდა საქართველოს პროკურატურა! ანუ გამოდის, რომ საქართელოს პროკურატურამ სასამართლოშ წააგო ორთაბრძლა მოძალადეების ადვოკატებთან, – თქვა ნოდარ მელაძემ.
