„ბუბამ დათმო ძალიან ბევრი რამ საქართველოსთვის, მან დათმო ის, რითაც ფეხი-ფეხზე გადადებულს შეეძლო ეცხოვრა“ – ასე ახასიათებს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე, ქართველ ლეგენდას, ბუბა კიკაბიძეს.
მისი თქმით, კიკაბიძის სახით საქართველომ სამაგალითო პატრიოტი დაკარგა.
„ბუბას სახით საქართველომ დაკარგა სამაგალითო პატრიოტი, ბუბამ დათმო ძალიან ბევრი რამ საქართველოსთვის, მან დათმო ის, რითაც ფეხი-ფეხზე გადადებულს შეეძლო ეცხოვრა და ეს არ გააკეთა. მილიონიანი შემოთავაზებები ჰქონდა და მან ეს არ გააკეთა, რადგანაც ის იყო თავმოყვარე, ის იყო ღირსეული ადამიანი, რომელმაც თამამად განაცხადა, რომ მე არ წავალ იმ ქვეყანაში, რომელმაც ჩემი ქვეყანა იმ გარკვეული ტერიტორიით დაიპყრო“,- განაცხადა ჭოხონელიძემ.