ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოცქსელში წერს:
„გაიცანით, ეს ბიბია. ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი ბინადარი. ის დღეიდან მარო მაყაშვილის ბაღში იცხოვრებს. ბიბი ქუჩაში ვიპოვეთ, სახლში წავიყვანე, მაგრამ ჩემი მანამდე აყვანილი ჰასკი ვერ შეეგუა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ ბიბლიოთეკაში დაიდოს ბინა. დღეს ქუჩაში ასობით მიუსაფარი ძაღლია, კარგია, თუ ორგანიზაციები მოგვბაძავენ და მათაც ეყოლებათ საკუთარი ,,ტოტემები”.“
