Monday, May 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს – რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე

January 16, 2023
სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს – რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე

სოფი ლო­რე­ნის ქარ­თვე­ლი სარ­ძლოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად ქარ­თულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. ცნო­ბი­ლი დი­რი­ჟო­რის, 54 წლის კარ­ლო პონ­ტი­სა და ზუმ­ბას მო­ცეკ­ვა­ვის, ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტო­რის, მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვი­ლის რო­მან­ზე უამ­რა­ვი და­ი­წე­რა.

აღ­მოჩ­ნდა, რომ წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია თით­ქმის ორ წელს ით­ვლის. რო­მა­ნი 2021 წლის 14 მარტს მა­რი­ა­მის ფო­ტო­ზე მი­წე­რი­ლი კომ­პლი­მენ­ტით და­ი­წყო.

კარ­ლო პონ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად 2016 წელს, ქარ­თვე­ლი მეცო-სოპ­რა­ნოს, ნინო სურ­გუ­ლა­ძის მოწ­ვე­ვით ეს­ტუმ­რა. მა­შინ ჯერ კი­დევ არ იცო­და, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, უცხო ქვე­ყა­ნა­ში საყ­ვა­რელ ქალს იპო­ვი­და და ხში­რად მო­უ­წევ­და ჩა­მოს­ვლა.

სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე

მარ­თა­ლია, წყვი­ლი მე­დი­ას­თან არ კონ­ტაქ­ტობს, მაგ­რამ რო­გორც კარ­ლო, ისე მა­რი­ა­მი ხში­რად აქ­ვეყ­ნე­ბენ ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს. მა­გა­ლი­თად მა­რი­ა­მის “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ერთ-ერთ ფო­ტო­ზე პონ­ტი წერს, – “ჩემო სულო, ჩემო მე­გო­ბა­რო და ჩემო სიყ­ვა­რუ­ლო… სა­მუ­და­მოდ და ყო­ველ­თვის”.

სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე
კარ­ლო პონ­ტი და მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი

 

კარ­ლო პონ­ტი უმ­ცროს­მა “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გა­სუ­ლი წლის 15 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­რი­ა­მის ფოტო მი­ნა­წე­რით: “ვგიჟ­დე­ბი ჩემს უდი­დეს სიყ­ვა­რულ­ზე, მა­რი­ამ შარ­მა­ნაშ­ვილ­ზე – ქარ­თვე­ლი მე­რი­ლინ მონ­რო. სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კე­თე­სოა!”

  • კარ­ლო პონ­ტი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო უნ­გრელ ქალ ან­დრეა მე­ზა­რო­სი­ზე. მათი ქორ­წი­ლი 2004 წლის 18 სექ­ტემ­ბერს შედ­გა. ჰყავთ 2 შვი­ლი – ვი­ტო­რიო და ბე­ატ­რის ლარა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო მა­რი­ა­მიც. ფო­ტო­ებ­ზე, რო­მელ­საც წყვი­ლი ავ­რცე­ლებს, მა­რი­ა­მის ვა­ჟიც ჩანს.

პონ­ტი ახ­ლაც სა­ქარ­თვე­ლო­შია და საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად ბა­თუმ­ში ის­ვე­ნებს.

სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე

სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე

სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მე­დი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა არა­ფე­რი წე­რია უცხო­ურ მე­დი­ა­ში. ასე­ვე ვერ ნა­ხავთ ინ­ფორ­მა­ცი­ას კარ­ლო პონ­ტი­სა და მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, მაგ­რამ რო­გორც ერთ-ერთი უნ­გრუ­ლი სა­ი­ტი­დან გა­ვარ­კვი­ეთ, ეჭ­ვე­ბი წყვი­ლის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, მე­დი­ას ოქ­ტომ­ბერ­ში გა­უჩ­ნდა.

  • რა მოხ­და გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში?

“ექ­ვსი წლის შემ­დეგ, სოფი ლო­რე­ნის უნ­გრე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი კვლავ ვნა­ხე“, – ასე­თი სა­თა­უ­რით სტა­ტია ერთ-ერთ უნ­გრულ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, კარ­ლო პონ­ტის პირ­ვე­ლი ცოლი უნ­გრე­თი­დან გახ­ლავთ და რო­გორც ჩანს, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია წყვი­ლის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, მუდ­მი­ვად ინ­ტე­რეს­დე­ბო­და.

სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე
ფოტო კარ­ლო პონ­ტის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან

 

სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, სოფი ლო­რე­ნის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი უკვე დი­დე­ბი არი­ან. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე უკ­რა­ვენ სხვა­დას­ხვა ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე, გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ჭად­რა­კი­სა და ცურ­ვის სიყ­ვა­რუ­ლით. სუ­რა­თი უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში, წვე­უ­ლე­ბა­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი – მაგ­რამ რა­ტომ არ ვხე­დავთ ფო­ტო­ებ­ზე ბავ­შვე­ბის უნ­გრელ დე­დას, ან­დრე­ას? – წერს გა­მო­ცე­მა.

“88 წლის სოფი ლო­რე­ნი ნამ­დვი­ლი “იტა­ლი­ე­ლი დე­დაა.” მას კვლავ “ხე­ლით უჭი­რავს” თა­ვი­სი 54 წლის ვაჟი. ოთხმოც­და­ათს მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იტა­ლი­ე­ლი დივა ისევ შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია. მას არ შე­უძ­ლია ერთ ად­გი­ლას დიდ­ხანს ყოფ­ნა და პენ­სი­ო­ნე­რი­ვით ცხოვ­რე­ბა.

ოქ­ტომ­ბერ­ში მო­დის ქა­ლაქ მი­ლან­ში, თა­ვი­სი სა­ხე­ლო­ბის რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა. წვე­უ­ლე­ბა­ზე თან ახ­ლდნენ ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი წევ­რე­ბი: მისი ვაჟი, კარ­ლო პონ­ტი ჯუ­ნი­ო­რი და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი, უნ­გრუ­ლი წარ­მო­შო­ბის, თხუთ­მე­ტი წლის ვი­ტო­რიო და ათი წლის ბე­ატ­რი­სე.

სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე
ფოტო, რო­მე­ლიც რეს­ტორ­ნის გახ­სნის დრო­საა გა­და­ღე­ბუ­ლი

 

გახ­სნა­ზე სო­ფია ჩვე­უ­ლი ელე­გან­ტუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ის თეთრ კოს­ტი­უმ­ში, ატ­ლა­სის ბლუ­ზა­ში, შთამ­ბეჭ­და­ვი ბრი­ლი­ან­ტის სამ­კა­უ­ლე­ბი­თა და მო­დუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბით და­ფე­რი­ლი ლინ­ზე­ბით გა­მოჩ­ნდა.

მისი ახალ­გაზ­რდო­ბის ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლო უდა­ვოდ მისი დიდი ოჯა­ხია. მისი ვაჟი კარ­ლო, რო­მე­ლიც დი­რი­ჟო­რია, 2004 წელს ბუ­და­პეშ­ტში, უნ­გრელ მე­ვი­ო­ლი­ნე ან­დრეა მე­სა­როს­ზე და­ქორ­წინ­და. მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, მსა­ხი­ო­ბი შვი­ლის არ­ჩე­ვა­ნით კმა­ყო­ფი­ლი არ იყო, მაგ­რამ ან­დრე­ას თქმით, სო­ფია სა­სი­ა­მოვ­ნო დე­დამ­თი­ლია”, – წერს გა­მო­ცე­მა.

სოფი ლორენის ვაჟი ქართველ შეყვარებულთან ერთად ბათუმში ისვენებს - რას წერს უცხოური მედია დირიჟორის პირველ ცოლზე
სოფი ლო­რე­ნი შვი­ლებ­თან და რძლებ­თან ერ­თად

შე­საძ­ლოა, ბევ­რის­თვის უც­ნა­უ­რია, რომ ან­დრეა მე­სა­რო­სი არ ჩანს რეს­ტორ­ნის გახ­სნა­ზე გა­და­ღე­ბულ და შემ­დეგ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ არ­ცერთ სუ­რათ­ზე, მაგ­რამ რო­გორც უნ­გრუ­ლი მე­დია წერს, ის თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, ნაკ­ლე­ბად უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა. სხვა­თა შო­რის, ქალი შვი­ლებ­თან ერ­თად წლე­ბია, რაც ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს. მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ლო­რენს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს კარ­ლო პონ­ტი ჯუ­ნი­ო­რი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, იდე­ა­ლუ­რი დე­დაა მე­ო­რე შვი­ლის­თვი­საც. ედუ­არ­დო პონ­ტი რე­ჟი­სო­რია, ჰყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი.

იც­ნობს თუ არა ლო­რე­ნი ქარ­თველ სარ­ძლოს, უც­ნო­ბია, რად­გან რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, წყვი­ლი მე­დი­ას­თან არ სა­უბ­რობს. თუმ­ცა რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, იტა­ლი­ე­ლი პონ­ტი თავ­და­ვი­წყე­ბით არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­რი­ა­მზე, რო­მელ­საც ქარ­თველ მერ­ლინ მონ­როდ მო­იხ­სე­ნი­ებს.

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “10 არჩევნები მოვიგეთ ამასობაში, ვიდრე ესენი ერთიანდებოდნენ, მერე იშლებოდნენ…მე-11 არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ” – ირაკლი კობახიძე
  • “ჩვენ გვახსოვს, როგორი კამპანიები წარმოებდა რეჟიმის პირობებში ეკლესიის წინააღმდეგ – თვითონ ურიგებდნენ სასულიერო პირებს ჯიპებს და შემდეგ თვითონვე წევდნენ ხოლმე კამპანიას ამ ჯიპებთან დაკავშირებით” – ირაკლი კობახიძე
  • სასახლის ღობის საქმე – ბოლო ცნობები სასამართლო პროცესიდან

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge