სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ბაღს რომ ააშენებ, გახსნაზე შენს გვერდით ვიქნებიო, დამპირდა… დიდზე დიდი კაცი წავიდა! თაობის ბოლო მაესტრო“ – წერს მაქარაშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 84 წლის ასაკში მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.