Monday, December 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„შვიდი თვეა, დეპრესია მჭამს. არ მინდა, ჩემი პატარა გოგო მარტო გაიზარდოს“ – ვეტერანი სპორტსმენი საზოგადოებას მიმართავს

January 16, 2023
„შვიდი თვეა, დეპრესია მჭამს. არ მინდა, ჩემი პატარა გოგო მარტო გაიზარდოს“ – ვეტერანი სპორტსმენი საზოგადოებას მიმართავს

ფრანგული სარაგბო გამოცემა, RugbyRama ვეტერანი ქართველი მორაგბის, ანტონ ფეიქრიშვილის წერილს ავრცელებს.

ფეიქრიშვილი საკუთარი ცხოვრების მძმე პერიოდზე საუბრობს. ვეტერანი სპორტსმენი აღნიშნავს, რომ მას დეპრესია ჭამს.

„ვცდილობ, გადმოგცეთ ის ცოდნა, რომელიც 12 წლის განმავლობაში ტოპ 14-ში, ან კარდიფში, „სელტიკში“ დავაგროვე. ახლა შერკინების წევრებს ვავარჯიშებ და ვფიქრობ, რომ ამ საქმეში გარკვეული ცოდნა მაქვს.
შვიდი თვეა დეპრესია მჭამს. როგორც კი თვალებს ვხუჭავ, თავში გამუდმებით ჩამესმის ხმა: შეხედე საკუთარ თავს, შენ არაფრის მაქნისი არარაობა ხარ. ამ ხმას ვერ ვაჩუმებ, აღარ შემიძლია…

ვიცი, რომ ბევრ მოთამაშეს აწუხებს მსგავსი პრობლემა, მაგრამ ისინი ამაზე საუბარს ვერ ბედავენ. თუმცა, ადრე თუ გვიან ამაზე აუცილებლად უნდა ილაპარაკონ. როდესაც პოლ ალო-ემილის ინტერვიუ წავიკითხე, მომინდა ჩავხუტებოდი და მეთქვა: ჩვენ ერთ ნავში ვართ, ჩემო პატარა ძმაო“. პროფესიონალურ კლუბები ყოველთვის უპირატესობას თავიანთ ვარჯიშებს ანიჭებენ. მათ ჰყავთ ვიდეოანალიტიკოსები, ისინი კისერზე GPS-ს გვიკეთებენ, მაგრამ არ გვეხმარებიან, როდესაც თავში ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. კარიერის შემდგომი ცხოვრებისთვის არავინ მამზადებდა. არავის უთქვამს, რომ ეს შესაძლოა რთული ყოფილიყო. ერთ დღეს, სტად დე ფრენსზე მწვერვალზე ხარ, მეორე დღეს კი, აღარაფერს წარმოადგენ.

პროფესიონალი მორაგბის სამყარო ხანდახან ძალიან ძნელია. ჩვენ რობოტებივით გვექცევიან. გასახდელში ძალადობენ, როდესაც მწვრთნელი გეუბნება, რომ შენ უსუსური ხარ, რადგან შებოჭვა ვერ შეასრულე, ყველაფერს შენ გაბრალებს. ბევრჯერ მქონია უძილო ღამე მწვრთნელის კრიტიკის შემდეგ, რომელიც ფიქრობდა, რომ ცუდი მოთამაშე ვიყავი, რადგან სამი კილომეტრი ვერ ვირბინე. გეფიცებით, მინახავს მატჩის შემდეგ აცრემლებული მოთამაშეები, მაგრამ თუ ამაზე ისაუბრებ, მაშინ სუსტი ხარ.

ჭამის წინ რაღაც აბებს გვაძლევდნენ, თუმცა აზრადაც არ მოგვდიოდა გაგვეგო ამას რატომ აკეთებდნენ, რას შეიცავდა ისინი. მოქმედებდა რამეში? არ ვიცი… და არც მინდა რომ ვიცოდე. უბრალოდ, მინდა ვინმე დამეხმაროს, რადგან უარესის თავიდან აცილება მსურს… არ მინდა ჩემი პატარა გოგო მარტო გაიზარდოს.“ – აცხადებს ანტონ ფეიქრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ანტონ ფეიქრიშვილი სხვადასხვა წლების განმავლობაში ფრანგულ „კასტრეში“ და „ბრივში“ თამაშობდა, ასევე, ის ორი წლის განმავლობაში უელსური „კარდიფ ბლუსის“ ღირსებასაც იცავდა. ვეტერან პირველხაზელს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში 27 შეხვედრა აქვს ჩატარებული

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს
  • ბათუმში 2007 წელს დაბადებული პირის დანით დაჭრის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge